ლევან კობერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოსახლეობის საყოველთაო ტესტირების ინიციატივით გამოდის

ლევან კობერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოსახლეობის საყოველთაო ტესტირების ინიციატივით გამოდის

access_time2020-03-17 14:59:13

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან კობერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოსახლეობის საყოველთაო ტესტირების ინიციატივით გამოდის.

 

როგორც კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი პროგრამა, რომელიც მოქალაქეების დროულ ტესტირებას უზრუნველყოფს.

 

მისივე თქმით, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენამდე ტესტირების გაკეთება უნდა შეეძლოთ.

 


„ხანდახან შიშს უფრო დიდი თვალები აქვს, ვიდრე რეალობაა. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია მსოფლიოში, მაგრამ უბრალო სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, სეზონური გრიპებისგან მსოფლიოში 1500 ადამიანზე მეტი იღუპება, ხოლო კორონავირუსის სტატისტიკა არის 36 ადამიანი. სხვა დაავადებები რომ ავიღოთ, მაგალითად, C ჰეპატიტი, 2500 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, ანუ მნიშვნელოვანია, ამ საკითხებს პრაგმატულად მივუდგეთ და გავიზიაროთ წარმატებული გამოცდილება. ეს რეკომენდაცია კი არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება, რაც სამწუხაროდ, ასეთ რეჟიმში არ ხდება საქართველოში. სამხრეთ კორეის და ჩინეთის წარმატება მოხერხდა იმით, რომ ტოტალური ტესტირება იყო მოქალაქეების, დაავადებულების გამოვლენა, იზოლირება და მართვა. იმედი მაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა პირველ რიგში აქცენტირებას გააკეთებს ტესტირების თემაზე. დღეს საქართველოში იცით, რომ თვითდინებითაც რომ მივიდეს ადამიანი კლინიკაში, იქ მისი სურვილის ან თანხის გადახდის შემთხვევაში ტესტირებას ვერ გაიკეთებს, თუ მას განსაკუთრებულად გამოხატული სიმპტომები არ აქვს“, - განაცხადა კობერიძემ.

 

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ადამიანებს არ აქვთ მკაფიო რჩევები, როგორ პირობებში სად უნდა მივიდნენ და როგორ მოიქცნენ.

 

„ყოველგვარი რიტიკის გარეშე, ვთხოვდი ჯანდაცვის სამინისტროს და იმ საბჭოს, რომელიც შექმნილია, პირველ რიგში აქცენტი ტესტებზე გააკეთონ. საზოგადოებას ინფორმირება გავუკეთოთ, როდის იქნება ტესტები შემოტანილი, რა რაოდენობა, როგორ არის გეგმა მოსახლეობის რისკ-ჯგუფების და ა.შ. მაგალითად, გუდაურში რომ გავიგეთ შემთხვევა მოხდა, სამხრეთ კორეა და ჩინეთი მას იზოლირებას გაუკეთებდნენ, ყველა იქ მცხოვრებელს ტესტს გაუკეთებდნენ და რისკი გავრცელების თვალსაზრისით შემცირებული იქნებოდა. არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში  ინფიცირებულების ეს რაოდენობა  არ დარჩება საქართველოში. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამიტომ პირველ რიგში, სასწრაფოდ არის პროგრამა გასაკეთებელი ტესტირებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობერიძემ.სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეაჩერა.


IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up