ლევან კობერიძე კახა კუჭავას - ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?!

ლევან კობერიძე კახა კუჭავას - ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?!

access_time2020-09-29 14:29:04

ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?! - ასე მიმართა „ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერს კახა კუჭავას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო როგორც არასდროს ისე ახლოს არის ევროპასთან.

ლევან კობერიძის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს დაემსგავსა, ვინაიდან ორივე უარს ამბობს დებატებზე.

„კახა კუჭავას მინდა მივმართო, ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა? თუნდაც „ნაციონალური მოძრაობას“ მივმართავ, ერთმანეთს რომ დაემსგავსეთ უკვე, ისინიც არ მონაწილეობენ დებატებში, ჩემი კონკურენტი „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია, სამწუხაროდ, ასევე აყოლილია ამ ფეხის ხმას და არ მოდის დებატებში. ეს არის თქვენი ევროპული ღირებულებები?!“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი ლარის კურსის გაუფასურებასაც გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას ეკონომიკაზე მცდარი წარმოდგენა აქვს, როდესაც ის აცხადებს, რომ ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებაა.

„ლარის კურსი ეკონომიკის უტყუარი საზომია, ის ლარის კურსი, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის 20%-ით გაუფასურდა. საინტერესოა, თუ იციან ჩემმა კოლეგებმა წარმატებებზე რომ საუბრობენ, ლარის კურსის გაუფასურების გამო, მოქალაქეებს დაახლოებით 600 მლნ დოლარით გაეზარდათ დავალიანებები. ლარის კურსი, ყოველდღე ჭამს კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტს, ასევე, გაძვირებულია მედიკამენტები და საკვები პროდუქტი ეს ყველაფერი კი მიბმულია ეკონომიკაზე.


ეკონომიკაზე, სამწუხაროდ, თქვენი მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას წარმოდგენა არ აქვს, როგორც მან თქვა სესიაზე გამოსვლისას ჰგონა, რომ ზუსტი მეცნიერებაა. ამ დროს კი ეკონომიკა განწყობებია, ეს განწყობები ყალიბდება მათ შორის იმ დისკუსიით და დებატებით, რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა იმართებოდეს ქვეყანაში. იმ გეგმებით და ხედვებით, რომელიც უნდა გააჩნდეს დღეს მთავრობას“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტია „ლელომ“ მმართველი გუნდი, კერძოდ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up