ლევან კობერიძე - „გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ

ლევან კობერიძე - „გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ

access_time2019-09-30 16:02:55

„გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პოლუსს ნუ შექმნიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.


დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსია.


„რეალურად, მისი განცხადებები არის ხელისუფლების მთავარი ხაზი საარჩევნოდ, რომ ბუა მოდის, მისი უნდა გვეშინოდეს და ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეს. ეს არის ორპოლუსიანობა, რასაც კარგად იყენებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის. სპექტაკლის ნაწილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იძახოს, ბუა მოვდივარ და ეს გაიმეოროს „ქართულმა ოცნებამ“. 2020 წლის არჩევნებზე სხვა არჩევანი აუცილებლად იქნება, ეს უნდა იყოს არჩევნები და არჩევნების უფლება ორივე პარტიამ ხალხს უნდა დაუტოვოს”, – აღნიშნა კობერიძემ.



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.


1tv






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up