ლევან კობერიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია

ლევან კობერიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია

access_time2018-11-14 16:31:43


ლევან კობერიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ გიორგი ვაშაძის განცხადება. როგორც  ვაშაძემ განაცხადა  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს.


,, ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალურია. პრევენციის ძირითადი კომპონენტები შედგება სხვა და სხვა მდგენელისგან. პირველი, ეს არის ვაქცინაციის ხაზი. დღეისათვის, სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე ბიუჯეტშიც, რომელიც განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით , ეს თანხმა არის მნიშვნელოვნად, რამდენიმეჯერ გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე კომპონენტი ეს არის ადრეული სქრინინგების პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში და ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით, ხოლო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროგრამა. მესამე არის მიწვდომადობა მოსახლეობის მხრიდან, მაგალითად ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე, აქაც რაოდენობები მიწვდომადობის თვალსაზრისით არის გაორმაგებული და რა თქმა უნდა სურვილი იმის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მიწვდომადობა, არსებობს, მაგრამ დღეისათვის ის მოცემულობა რაც ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია რაც არსებობს სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.


დეპუტატის თქმით ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.


,,ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო , როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო, ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც, რადგანაც არ არსებობდა მიწვდომადობა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. დღეისათვის , იმ პირობებში, რისი საშუალებაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ასეთი ტიპის განცხადება არის მახასიათებელი იმ პოლიტიკოსების, რომელიც ყველაფერს კადრულებონ იმისთვის რომ ან ხელისუფლება შეინარჩუნონ, თავის დროზე ასე იქცეოდნენ, ან ხელისუფლებაში იქნებ მოვიდნენ ყველაფრის კადრებით, ამას ყველაფრის კადრება ქვია და ეს ჩემთვის მიუღებელია“,- აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-09 21:30:56
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ...

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...


მსგავსი სიახლეები

up