ლევან კობერიძე: გახარიამ პრემიერობა დაიმსახურა პირადად ივანიშვილის  და არა ხალხის წინაშე

ლევან კობერიძე: გახარიამ პრემიერობა დაიმსახურა პირადად ივანიშვილის და არა ხალხის წინაშე

access_time2019-09-03 18:00:51

“ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ფაქტობრივად ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი - ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა? სწორედ ესეთი საქციელი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს მოსახლეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც და ინვესტორებშიც, რაც ეკონომიკაში ნეგატიურ განწყობებს და შესაბამისად, ლარის გაუფასურებას და აზარალებს თითოეულ მოქალაქეს, - ზუსტად ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში წერდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ხელისუფლებას მოუწოდებდა ნუ ეთამაშება მოსახლეობას დამალობანას.


ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფდა სამთავრობო ცვლილებებს, დღეს კი  საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაარეგისტრირა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა დააანონსეს, რომ გახარიას გუნდს სრული მხარდაჭერა ექნება.


ლევან კობერიძე ქვეყნაში მიმდინარე  მოვლენებს „კომერსანტთან“ აფასებს.  


ჩვენ გვაქვს კულუარული მმართველობა, რომელიც ხელს უწყობს ნეგატიურ გავლენებს სახელმწიფოს განვითარებაზე და ქმნის უარყოფით განწყობებს ეკონომიკაში, რაც აისახება პარამეტრებზეც, მათ შორის ლარის კურსზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას და ეს სწორედ არასტაბილური პოლიტიკური მმართველობის შედეგია.


მთელმა საქართველომ იცის, რომ დღეს არ გვაქვს გამჭირვალე მმართველობა, როგორიც იყო დაპირებული, არ გვაქვს დემოკრატიული პრინციპებზე დამყარებული მმართველობა, მმართველი გუნდი არ არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული. ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება ხდება სხვადასხვა ინსტიტუციებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და პარლამენტში, მათ შორის სასამართლოშიც კი.  ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ამოცანებსა და მიზნებს, გაგვიჭირდება  იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიც არის ადამიანების სიღარიბისგან დახსნა, კეთილდღეობის მიღწევა, ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი სუბიექტის საერთაშორისო რუკაზე დაფიქსირება.


-         საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ  საქართველოში შექმნიდა ისეთ დემოკრატია, რომელიც ევროპასაც გააოცებდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება ჭეშმარიტად სახალხო. როგორ ფიქრობთ, ახალი მინისტრთა კაბინეტი შეძლებს ივანიშვილის დაპირების შესრულებას?




-         დიახ, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ გვექნებოდა გასაოცარი დემოკრატია, მაგრამ, ახლა რომ ვუფიქრდები, ეტყობა ამ ადამიანს ასე წარმოედგინა გასაოცარი დემოკრატია და არა ისე, როგორც ჩვენ, მოსახლეობას. მისი წარმოდგენით, დემოკრატიის პროცესი ალბათ გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.


მთავარი პრობლემა ქვეყნისთვის, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, არის ის, რომ ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებს იღებს პარტიის ლიდერი, რომელსაც არ უკავია კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის პირველი პირის - მთავრობის მეთაურის პოზიცია, საინტერესოა რომელ დემოკრატიულ ქვეყნებშია ასეთი წესი?! იქნებ უმრავლესობის რომელიმე წევრმა დაგვისახელოს ასეთი ქვეყნები....


დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, რომ გახარიამ დაიმსახურა პრემიერ მინისტრობა. გახარია, რა თქმა უნდა მეორე ხარისხოვანია, მაგრამ როგორც ჩანს,  მან დაიმსახურა პირადად ივანიშვილის წინაშე, თორემ ხალხის წინაშე მას პრემიერ- მინისტრობა არ დაუმსახურებია.  მისი ბიზნესომბუდსმენად მოღვაწეობა ბევრ კითხვებს აჩენს. როგორც აღმოჩნდა, საქმის გარჩევები მიმდინარეობა და, ფაქტობრივად, ის იყო ამ შეხვედრებისა და გარჩევების ორგანიზატორი. ეს ნამდვილად არ არის წარმატებული საქმიანობა, როცა სახელმწიფო მოხელე კულუარულ გარჩევას უწყობ ხელს. როცა ეკონომიკის მინისტრი იყო კაბინეტიდან ცხვირი არ გამოუყვია  და კომიტეტში ერთხელ ვერ შემოვიყვანეთ შეხვედრაზე. უნდა ვიცოდეთ რა შედეგები დაიდო, რა დაგეგმა და  რას მიაღწია.


შს მინისტრობის პერიოდში მასთან ჩემი კითხვები მხოლოდ 20 ივნისის შემთხვევას არ უკავშირდება. სარალიძის საქმიდან დაწყებული, ია კერზაიას საქმით დასრულებული კითხვები არსებობს. სარალიძის საქმეზე ამბობდა, რომ ყველა ფიგურანტი არის უკვე დაკავებულია და საქმე, ფაქტობრივად, დახურულიაო. თურმე ჩვენ ტყუილად ვტეხდით აჟიოტაჟს. მერე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვანაირად არის.  ასევე, დღემდე არ ვიცით, რატომ შევიდნენ ღამის კლუბებში, სად არის გამოძიებული საქმე და რატომ არის დახურული. პანკისის შემთხვევაშიც, რა ქმედებები განახორციელა,როგორც შსს მინისტრმა? მოქალაქეებს ტყუილად აცემინა პოლიციელები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იმ მომენტებში მოქალაქეებს უჭერდნენ მხარს. ია კერზაიას საქმეზეც არ გვაქვს გამოძიების შედეგები, საქმე ისე დაიხურა, რომ არცერთ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული. გახარიას მთელი მისი მოღვაწეობის ფარგლებში არ დაუდია ისეთი შედეგები, რომ იმსახურებდეს პრემიერ მინისტრობას. ეტყობა ბიძინა ივანიშვილის წინაშე დაიმსახურა და არა საზოგადოების.


— ბატონო ლევან, თქვენი აზრით, გახარიას მინისტრთა კაბინეტს უპირობოდ დაუჭრეს მხარს მმართველი გუნდი, თუ შეიძლება ვიხილოთ კიდევ, თუნდაც რამდენიმე ურჩი დეპუტატი?


-         განსხვავებული აზრის გამოთქმა უნდა მოხდეს ისე როგორც მაშინ, როცა მე ვიყავი ქართული ოცნებაში და ყოველთვის გამოვთქვამდი ჩემს კრიტიკულ აზრს. როგორც ვიცი ახლა ხმა არავის ამოუღია. მდუმარება იყო გამეფებული პოლიტსაბჭოში, როდესაც ამ საკითხს განიხილავდნენ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.


მე პირადად, დღეს პარლამენტის სხდომაზე მოვითხოვე, რომ სუს-მა დაიწყოს გამოძიება საკონსტიტუციო წესრიგის ხელყოფასთან დაკავშირებით, რაც გამოხატული იყო გავრილოვისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის მირთმევაში. პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, სპიკერებით დამთავრებული, ყველამ კარგად იცოდა იმ დღევანდელი დღის წესრიგი. ამიტომ გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და გავიგოთ რა მოხდა იმ დღეს და ვინ არის რეალური პასუხისმგებელი.  


-         ყველა, ვისაც ამ საქმის გამოძიება აქამდეც ევალებოდა დღეს დაწინაურებულია,  მართლა გჯერათ, რომ ვინმე რეალურად გამოიძიებს გავრილოვის ღამის ისტორიას?


-         სუს-მა უნდა დაიწყოს გამოძიება. ქვეყანაში კინაღამ  დიდი უბედურება მოხდა. ჩვენი რეალური მტრის პარლამენტის წარმომადგენელი ჯდება ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ეს არ არის მექანიკური ქმედება, ეს არის პროვოკაცია. სუს-მა უნდა გამოიძიოს, ვინ შეუწყო ხელი, ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი.  დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიძიებენ. ჩემი კოლეგები 20 ივნისთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბარს ბოლოდან, პარლამენტის შტურმის აღების მცდელობით იწყებენ, სინამდვილეში კი ყველაფერი თავიდან უნდა დავიწოთ და გამოვიძიოთ. სამართლიანი პროტესტის გამო დაეთხარა ხალხს თვალები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის მიერ იყო დაგეგმილი  ეს სპეცოპერაცია. მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვა არ კმარა, იქ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.


საბოლოოდ, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ არ ჩანს ქვეყნის განვითარების ორიენტირები. ჩანს მხოლოდ ის, რომ ერთი ადამიანი თავისთვის იღებს გადაწყვეტილებებს და მათ სხვადასხვა სტრუქტურებში აფორმებს სხვადასხვა მეთოდით. ჩვენ რეალურად ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ერთადერთი პრემიერ- მინისტრი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანას მართავდა იყო გიორგი კვირიკაშვილი, მას შემდეგ მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი.


ნათია კეკენაძე






ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up