ლევან კობერიძე: „ერთი კლანი ბიუჯეტიდან დღგ-ს მოპარვით გაძლიერდა, ამ ფაქტმა შეაწუხა მეორე კლანი და მოხდა დაპირისპირება “

ლევან კობერიძე: „ერთი კლანი ბიუჯეტიდან დღგ-ს მოპარვით გაძლიერდა, ამ ფაქტმა შეაწუხა მეორე კლანი და მოხდა დაპირისპირება “

access_time2019-08-14 21:33:01

„ფული ძალიან კარგად არის ბიუჯეტში, უბრალოდ მას იპარავენ,“ - ასეთია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის პოზიცია, რომელიც ტვ. „პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააჟღერა.


„დღეს გავრცელდა განცხადება, რომ 100 მილიონი დღგ-ს ყალბი აქტივი შეიქმნა, რაზეც 53 ბიზნეს სუბიქეტის წარმომადგენელია დაკავებული. რეალურად, ინსტიტუცია, საგადასახადო წესრიგი მოშლილია. 100 მილიონის მოპარვა ერთ დღეში და ერთ წამში ხომ არ ხდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ერთი კლანი ბიუჯეტიდან დღგ-ს მოპარვით გაძლიერდა, ამ ფაქტმა შეაწუხა მეორე კლანი და მოხდა დაპირისპირება. სწორედ ამ დაპირისპირების შედეგია 53 ბიზნეს სუბიქეტის წარმომადგენლის დაკავება. შევარდნაძის პერიოდი გამახსენდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფულის მოპარვა ვიღაცის ნებით და მფარველობით ხდებოდა. ამ საკითხს ებმის ტელევიზიების თემაც. დღგ რომ გადააცილო ორი დღით უკვე დაყადაღებული ხარ, თუმცა ვიღაცებს ეპატიებათ, რადგან ტვ „იმედში“ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებია და „რუსთავი 2-შიც“. ანუ თუ პოლიტიკას ამოეფარე, შეგიძლია რომ 55 მილიონი მოიპარო და მერე ხელისუფლებას შეუძლია უკვე მანიპულაცია მოახდინოს და გამოიყენოს ეს ფაქტი. მე პირდაპირ ვუსვამ ფინანსთა მინისტრს ამ შეკითხვას, გვითხრას, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არის ცრუ დემოკრატია.



ქვეყანაში ვიღაცას აწყობს რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და არა 2020-ის არჩევნებზე. მე არ მაინტერესებს რამდენ პროცენტიანი იქნება ბარიერი. მაინტერესებს როცა 3.7 მილიონია მოქალაქე, როგორ არის მათგან 3.5 მილიონი ამომრჩეველი. ორივეს, ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას აწყობს, რომ რაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მივიდეს. ისინი პინგპონგს თამაშობენ. 100 მილიონი მოიპარა ბიზნესმა, აგერ 55 მილიონი ტელევიზიებმა, აუდიტის დასკვნაა,რომ 65 მილიონით იზარალა ბიუჯეტმა. 220 მილიონი აგერ ჩვენ დავთვალეთ, თუმცა როცა ვსაუბრობთ ჯანდაცვის, განათლების, ბიზნესის განვითარების პროგრამებზე, ამბობენ, არ არის ფული ბიუჯეტშიო. ფული ძალიან კარგად არის ბიუჯეტში, უბრალოდ მას იპარავენ. უნდა გამოვიდეთ ამ წრიდან და შევქმნათ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. უნდა მოისპოს შავი ფული და არჩევნების მკაცრი კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს, ის უნდა გახდეს სავალდებულო, რათა ყველა მოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და დამთავრდეს ორპოლუსიანობა,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.



როგორც დეპუტატმა გადაცემაში აღნიშნა, დღეს ხელისუფლება არის რეაქტიული.



„ ყველაფერი იმდენად დეზორგანიზებულია, რომ კარგი გადაწყვეტილება, რომც არსებობდეს, მისი აღსრულება ვერ ხერხდება. ეს არის მთელი უბედურება. კითხვას, რომ ვსვამ, რა არის ანტიკრიზისული გეგმა, ამაზე ეკონომიკის სამინისტროდან მომდის პასუხი, რომ ე.წ „მოხეტიალე ტურისტები“ უნდა მოვიზიდოთო, შემდეგ რომ ვთქვი, ასეთი პასუხი, როგორ შეიძლება-თქო, მინისტრმა ერთ საათში გადმომიგზავნა სხვადასხვა პროგრამებიდან ჩაყრილი გეგმა, ამით ფონი შექმნეს, რომ არსებობს გეგმა, ეს გეგმა არ არის. გეგმა, რომ არსებობდეს ცალ-ცალკე სტრუქტურებიდან კი არა უნდა კრებდნენ, არამედ ჩემი კითხვა არც კი უნდა სჭირდებოდეთ, პრეზენტაციას უნდა აკეთებდნენ, მოდიოდნენ და გვიყვებოდნენ. ასეთ კითხვებს,რომ ვსვამ, თავდაცვით რეჟიმში გადადიან და ამბობენ, რომ მოსახლეობა შემყავს შეცდომაში. ერთ რამეს ვურჩევ ქალბატონ მინისტრს, იმუშაოს, იმუშაოს და კიდევ ერთხელ იმუშაოს. გაითავისოს ის, რომ ის არ არის ერთი კლანის ან ჯგუფის მინისტრი, ის არის საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკის მინისტრი, რომლის მუშაობაც უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ და არა კლანების წევრებმა.“


ნათია კეკენაძე





„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...


მსგავსი სიახლეები

up