რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - დეპუტატ ლევან კობერიძის ვერსია

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - დეპუტატ ლევან კობერიძის ვერსია

access_time2019-10-17 10:00:30

„ანაკლიის პროექტის დაკარგვა არ არის მხოლოდ ციფრებთან და ზარალთან დაკავშირებული. ამ პროექტის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნდობის დაქვეითებას“-ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ბოლო დღეების განმავლობაში ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ პროცესებს.


მისი განმარტებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერილი და ჩვენი მხრიდანაც დაწყებული პროექტის ჩავარდნა ნიშნავს ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობის ხარისხის შემცირებას. ეს კი ყველა ციფრზე მნიშვნელოვანია. ეს ის ნდობაა, რამაც გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური სარგებელი უნდა მოიტანოს.


დამოუკიდებელი დეპუტატი, „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე უარი თქმისკენ მოუწოდებდა და მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის. მისი თქმით, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოწადინებულები,რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გაუჩნდეს,რაც შეიძლება მეტი ინტერესი შავი ზღვისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ.


„აშშ სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ დააფიქსირა,რომ ეს პროექტი უნდა შედგეს. ამიტომ მგონია,რომ აშშ-ს ამ პროქტისადმი ინტერესებთან დაკავშირებით არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშნები და არ უნდა იყოს სხვა ალტერნატიული აზრი.


ეკონომიკური ინტერესები არასდროს უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ინტერესებისგან განცალკევებით. ჩვენი ეკონომიკური წარმატების მთავარი საწყისი არის სწორი და ქვეყნისთვის მომგებიანი გეოპოლიტიკა. იმის იმედი,რომ ჩვენ სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე შევძლებთ ეკონომიკურ წარმატებას, ცოტა აზრს მოკლებული მგონია“
-აღნიშნავს კობერიძე.



მისივე განმარტებით, ეს პროექტი უნდა განვიხილოთ,როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ის,როგორც დაწყებული ლოჯისტიკის თვალსაზრისით, დამთავრებული ინოვაციური ტექნოლოგიების შემოსვლით, გაგრძელებული სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებისთვის, უდიდესი მნიშვნელობისაა.


კობერიძის განმარტებით, ანაკლიის პროექტი, არ არის მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, საუბარია ქალაქზე,რომელიც უნდა აშენდეს. ამ შემთხვევაში განცალკევებულად არ უნდა ვსაუბრობდეთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მხოლოდ გეოპოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესები აქვს თუ არა, ორივე მათგანი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.


„საქართველო ამერიკის მხრიდან აღიარებულია,როგორც სტრატეგიული პარტნიორი. მათი ინტერესები საქართველოსთან თანამშრომლობით მაქსიმალურად გამოხატული შეიძლება იყოს საერთაშორისო ვალდებულებებში, ავღანეთის თემასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ბუნებრივია,რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანის,რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია, ინტერესი გაცილებით მეტი უნდა იყოს,რომ აშშ დავაინტერესოთ ჩვენით“-აღნიშნავს კობერიძე.


სოფო ქსოვრელი 





Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up