ლევან კარანაძე - მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ლუფტჰანზა“ შეძლებს, თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

ლევან კარანაძე - მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ლუფტჰანზა“ შეძლებს, თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

access_time2020-07-09 20:32:51

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის # 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნჰენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. 


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“ უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნჰენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით. მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“ - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილება შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.



„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურადაც აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ“- ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.




იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up