ლევან კარანაძე Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს შეხვდა

ლევან კარანაძე Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს შეხვდა

access_time2021-09-23 13:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს, კარსტენ იანგს და საქართველოში ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.


„გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების - Lufthansa-ს და Eurowings-ის ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.



ლევან კარანაძემ კარსტენ იანგს წარმატებები უსურვა ახალ პოზიციაზე და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Lufthansa Group-ს შორის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჯგუფში შემავალი ავიაგადამზიდველების აქტივობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, განსაკუთრებით კი, Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ, საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს მიმართულებით.



როგორც კარსტენ იანგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი მცირე გამონაკლისი იმ ქვეყნებისა, სადაც გერმანულმა ჯგუფმა არათუ შეამცირა ოპერირების სიხშირე COVID 19-ის პირობებში, არამედ ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით კიდევ უფრო გაზარდა ფრენების რაოდენობა და გააფართოვა გეოგრაფიული არეალი. აქვე, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი ავიაგადამზიდველი, რომელიც დაუბრუნდა საქართველოს ავიაბაზარს კოვიდ პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის ფარგლებში.



მხარეებმა ასევე განიხილეს Lufthansa Group-ის გეგმები მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი, ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს. ამასთან, განიხილება ავიაკომპანია Lufthansa-ს მიერ, საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაც.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები საქართველოში Lufthansa Group-ის ოპერირების შემდგომი გაფართოების მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up