ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ლევან კარანაძე აირჩიეს

ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ლევან კარანაძე აირჩიეს

access_time2019-09-27 11:55:44

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.ოთხი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები (ქუვეითი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო და კორეის რესპუბლიკა) ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა წარადგინა. ასამბლეამ წარმოდგენილ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.


ICAO-ს ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის სუვერენულ ორგანოს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საბჭოს ინიციატივით იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში, მომავალი სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.


ასამბლეაზე წარმოდგენილია ICAO-ს 193 წევრი სახელმწიფო, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები. მიმდინარე საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება ICAO-ს საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს.



საქართველოს წარმომადგენელი ICAO-ს ასამბლეის ფარგლებში პირველად იქნა არჩეული. ლევან კარანაძის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატების გადმოცემა უძღოდა წინ.


„ICAO-ს ასამბლეა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის გადმოგვეცა ორი სერტიფიკატი, ასევე საქართველოს კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენი მიღწევების და დასახული კურსის აღიარებას საერთაშორისო დონეზე- განაცხადა ლევან კარანაძემ.


სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არის გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის სრულუფლებიანი წევრი საქართველო 1994 წლიდან გახდა.


„კომერსანტი“





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up