ლევან კალანდაძე: გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით

ლევან კალანდაძე: გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით

access_time2019-08-05 19:00:39



გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით , - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, გარკვეული კონრპროდუქტიული, არასწორი რიტორიკა , რიგ შემთხვევაში მავნებლური რიტორიკის პირობების და ფორმატის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამ მოლოდინის ვერ შესრულების გამო მნიშვნელოვნად იზარალა.



,, ერთია ის , რომ გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვიფიქსირდება , მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სწორედ რუსეთის მიმართულებით . ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოლოდინები გვქონდა , ბიზნესს აბსოლუტურად სხვა მოლოდინები ჰქონდა და გარკვეული კონრპროდუქტიული რიტორიკის , არასწორი რიტორიკის, რიგ შემთხვევაში მავნებლური რიტორიკის პირობების და ფორმატის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა ბიზნესმა სწორედ ამ მოლოდინის ვერ შესრულების გამო მნიშვნელოვნად იზარალა. გარკვეული პრობლემებია აჭარის მიმართულებით , კახეთის მიმართულებით და დღეს ეს არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანიები , ეს არის ზოგადად ტურისტული ინდუსტრია , რომელიც თავის თავში აერთიანებს სასტუმროებს , რესტორნებს, კაფეებს , გადამზიდველ კომპანიებს და ასე შემდეგ . ადამიანებს აქვთ სესხი აღებული იმის გათვალისწინებით , რომ ძალიან მაღალი ტურისტული შემოდინებები იყო დაგეგმილი და ცნობილმა მოვლენებმა აბსოლუტურად შეცვალა დღის წესრიგი .დღეს ტურისტული მაჩვენებლები თითქოს დადებითი გვაქვს , მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიაში , ჩვენ მაინც სერიოზული პრობლემები გვაქვს . ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და რაც მთავარია როცა მოლოდინზე ვსაუბრობთ , ჩვენ უნდა ვიცოდეთ , რომ მოლოდინი არ არის რაიმე კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული რაიმე ეკონომიკური ტენდენცია . მოლოდინი განგრძობადია და ამ თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები შემდგომი თვეების განმავლობაშიც გვაქვს”,- განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ.


როგორც კალანდაძემ აღნიშნა,იმ მდგომარეობამ, რამაც ზოგადად ტურიზმში სურათი შეცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების წინაშე დააყენა ბიზნესი.



,,ვფიქრობ რომ გარკვეული ძალისხმევა, გარკვეული აქტივობა, მათ შორის კოორდინირებული მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის, - საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ გარკვეულწილად დავაკომპენსიროთ ის დანაკარგები, რაც არასწორი რიტორიკის, არასწორი ვორდინგის შედეგად - ტურიზმთან დაკავშირებული პროცესების გაუარესებამ და ტურიტული შემოსავლების მნიშვნელოვანმა კლებამ გამოიწვია. შემოსავლები არ არის ის, რაც მოსალოდნელი იყო, რაც დაგეგმილი იყო და მეორე, კონკრეტული მიმართულებები, ტურისტული ნაკადები, რომელიც ძირითადად აჭარაზე და კახეთზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ეს არის რუსული მიმართულება ტურიზმის, ამ თვალსაზრისით სერიოზულმა კლებამ გამოიწვია მნიშველოვანი ფინანსური დანაკარგები ტურიზმის ინდუსტრიის“,- აცხადებს ლევან კალანდაძე





ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up