ლევან კალანდაძე თამბაქოს რეალიზატორებისთვის ლიცენზირების შემოღების წინააღმდეგია

ლევან კალანდაძე თამბაქოს რეალიზატორებისთვის ლიცენზირების შემოღების წინააღმდეგია

access_time2016-07-26 09:44:35

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანადაძე  თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეალიზატორებისთვის ლიცენზირების წინააღმდეგია.

 

საინფორმაციო სააგენტო BPI-თან ინტერვიუში ექსპერტი ამბობს, თუ ჩვენ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გვინდა, ლოგიკა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. 

 

”მე ასეთი ტიპის ლიცენზირების წინააღმდეგი ვარ, ლიცენზირების პრაქტიკა უნდა გამორიცხავდეს რაღაც გარკვეული მანკიერი გადაწყვეტილებების გაჩენის შესაძლებლობას.


როცა საქართველოში ლიცენზირების პრაქტიკა შემოდის, მიჩნდება განცდა იმის, რომ სრულიად შესაძლებელია თამბაქოს რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ე. წ. დახლქვეშ ვაჭრობის ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილში გადაინაცვლოს. ეს ერთი მხრივ შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, მეორე მხრივ აღურიცხავი ეკონომიკის გარკვეული კომპონენტი გაჩნდება, რაც თავისთავად საზიანოა, როგორც თამბაქოს მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. 


 

ვფიქრობ, ლიცენზირება გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე გამოსავალს. თან რას მოგვიტანს ეს შედეგად? ლიცენზიას მაინც ყველა აიღებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ამას? რა მნიშვნელობა აქვს ის მაღაზიას A-ს აკონტროლებს თუ B-ს”, - განმარტავს ლევან კალანდაძე. 

 

მისი თქმით, თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში ისედაც კარგად კონტროლდება.

 

”დღესაც შეუძლია სახელმწიფოს თამბაქოს გამყიდველთა კონტროლი, რამდენადაც ის არის აქციზური პროდუქტი, აქციზების მარკირების გარეშე ეს პროდუქტი არ იყიდება და ეს დამატებითი რეგულაცია რა არის, თუ მეწარმე აიღებს ლიცენზიას ამით რა შეიცვლება გაუგებარია. პროდუქტი, რომ მავნებელია ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ლიცენზირება რა შუაშია გაუგებარია. თუ ეს იმისთვის გვინდა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგება გაუმჯობესდეს ამისთვის არსებობს აქციზური მარკირება და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობს, რომ ეს საკითხი მაქსიმალურად მოწესრიგებულია და შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულია და ამ ლიცენზირებით თამბაქოს მომხმარებლთა რაოდენობა არ შემცირდება”, - განაცხადა ექსპერტმა. 

 

შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიების შემოღებას ითვალისიწნებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში პარლამენტარ გუგული მაღრაძის ინიცირებით არის შესული. კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიებზე დაიწყო, მაგრამ მისი განხილვა საშემოდგომო სესიებისთვის გადაიდო.




გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up