ლევან კალანდაძე: ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა ხელმძღვანელობის დროს

ლევან კალანდაძე: ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა ხელმძღვანელობის დროს

access_time2016-06-08 15:06:45

ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მანამდე. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ ეკონომიკაში არსებული ტენდენციები პოზიტიური და იმედისმომცემია.


„ორი მთავარი ინდიკატორი ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (აპრილის თვის მაჩვენებელმა 4,3%, ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა კი, 2,8% შეადგინა) და ლარის კურსის ეტაპობრივი, თანამიმდევრული გამყარების ტენდენცია. აღნიშნულ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკური და მონეტარული მაჩვენებლების გაუმჯობესებას ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ლარზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობებს, რისი ძირითადი საფუძველიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდილი მაჩვენებელია. ჩვენ გაზრდილი გვაქვს სავალუტო შემოსავლები ტურიზმიდან და უცხოელი ვიზიტორებიდან, ფულადი გზავნილების მოცულობა, ინვესტიციები, რაც ბუნებრივად იწვევს წინა პერიოდებთან შედარებით ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნის შემცირებასა და ლარზე მოთხოვნის ზრდას.

 

ეკონომიკური აგენტებისა და ბანკების მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს განწყობები პირდაპირ აისახება და თვალნათლივ ჩანს ბანკებისა და ეკონომიკური აგენტების მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში, ერთი მხრივ, აშშ დოლარით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების შემცირებულ მაჩვენებელზე და, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის, მათ შორის, აშშ დოლარის შესყიდვაზე შემცირებულ მოთხოვნაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ მაინც არის ეროვნული ბანკის საკმაოდ პრაგმატული და რაციონალური მონეტარული პოლიტიკა, რაც, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სებ-ის წინა ხელმძღვანელის პირობებებში.


 

ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა პერიოდში – სებ-ის პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში ზოგადად ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფაზე და არა ექსკლუზიურად მხოლოდ ინფლაციის თარგეთირებაზე. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სწორი ანტიციკლური მონეტარული პოლიტიკის გატარება, განახორციელდა ცვლილებები კომერციული ბანკების სარეზერვო განაკვეთებში, რაც საშუალოვადიანი პერიოდისთვის ლარიზაციის ზრდის ხელისშემწყობი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ლარზე მოთხოვნის გაზრდას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს დოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაშიც ყოველთვის ვსაყვედურობდით სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს“,-აცხადებს კალანდაძე.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up