ლევან კალანდაძე - დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან

ლევან კალანდაძე - დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან

access_time2019-10-09 23:55:48

დღეს საზოგადოებას და ბიზნესს სჭირდება სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემაში განაცხადა.გადაცემაში ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ბიზნესს რაც შეიძლება ღია და გულისხმიერ დიალოგს ჰპირდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირაში კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.


ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემაზე მეტად მთავრობის მიერ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი დგას.


„ბუნებრივია, სასაუბრო დაგროვდა, მაგრამ ეს შეხვედრა უნდა იყოს არა საუბარი, არამედ კონკრეტული პასუხები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. დღეს, პრინციპში, მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა, როგორც შეხვედრის, დალაპარაკების, ამბის მიტანის, პრობლემის მიტანისა და გაზიარების პრობლემა არ არსებობს. მე ასე აღვიქვი პრემიერის დავალება, რომ ბიზნესთან შეხვედრაზე იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებს შეამსუბუქებს და თავად ბიზნესს გააძლიერებს“, – განაცხადა კალანდაძემ.


მისი აზრით, ბიზნესთან დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.


„დღევანდელი შეხვედრაზე იყო ძალიან კარგი გზავნილები, რაც პრემიერისაგან მოვისმინე, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებები მიღებული აღარ იქნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს იქნება წესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, იმედის მომცემიც, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, ბიზნესისადმი სწორედ ამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ვფიქრობ, პრემიერის დღევანდელი პოლიტიკური განცხადებები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღმასრულებელ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან ბიზნესის შემდგომი შეხვედრებიც, ეს იქნება ეკონომიკის, ფინანსთა თუ სოფლის მეურნეობის მინისტრი, სწორედ ამ პარტნიორობის პრინციპით უნდა ჩატარდეს, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. თუ ხელისუფლება ბიზნესს რაღაცაზე უარს ეუბნება, ესეც პასუხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დროულად იქნება გაცემული. ჩვენს საზოგადოებას და ბიზნესს დღეს სჭირდება უკვე გადაწყვეტილებები და არა საუბრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა შევცვალოთ ფორმატი და ვილაპარაკოთ არა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, არამედ სწრაფ, დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებზე. ასევე, ამ თუ იმ თემებთან დაკავშირებით, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის მხრიდან პასუხიმგებლობის აღებაზე“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორში“.


1tv.ge





6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...


მსგავსი სიახლეები

up