ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენის აპარატი დიზელის საწვავზე ევრო 5 სტანდარტის ერთი წლით გადავადებას ემხრობა

ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენის აპარატი დიზელის საწვავზე ევრო 5 სტანდარტის ერთი წლით გადავადებას ემხრობა

access_time2019-09-27 12:40:43

ბიზნესომბუდსმენის აპარატი დიზელის საწვავზე ევრო 5 სტანდარტის ერთი წლით გადავადებას ემხრობა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ გადაცემის მსვლელობის დროს განაცხადა.



გადაცემაში 2020 წლიდან დიზელის ევრო 5-ის სტანდარტის ნორმაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ახალი რეგულაციის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ.



კალანდაძის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი იმპორტიორების თხოვნას მიზანშეწონილად მიიჩნევს, რათა დაცული იქნას ბაზარზე კონკურენციის ბალანსი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და მომხმარებელთა ინტერესი. ამ კუთხით ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მთავრობის აღმასრულებელ შტოსთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.




„რატომ ემხრობა ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთი წლით გადავადებას: დიზელის ევრო 5-ზე ავტომატური გადასვლა ბაზრის სტრუქტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. დღეს ბაზარზე ძირითადი იმპორტიორები აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუსეთი არიან. აზერბაიჯანის ფაქტორის ამოღებით ჩვენ მთლიანად რუსეთზე ვხდებით დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ თურქმენული საწვავი ფორმალურად თითქოს შემოდის, რუსული იაფფასიანი საწვავი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად მოიცავს ამ ბაზარს და ერთი წლის შემდეგ, როცა აზერბაიჯანული საწვავი მართალაც მიაღწევს ევრო 5 სტანდარტს, დღეს არსებული ბალანსის აღდგენა ძალიან გაგვიჭირდება. ერთ ქვეყანაზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის ზრდა, ვფიქრობ, არასწორია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენი ავტოპარკი რეალურად ევრო 2 საწვავის სტანდარტის შესაბამისია. ჩვენ ამ ავტომობილებში რომ ევრო 5 ჩავასხათ, რეალურად სხვაობა არ იქნება. ანუ ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგზეც ეს რეგულაცია არის ორიენტირებული. მე მგონი, ჩვენ სტანდარტის დახვეწისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. ამავე დროს ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, რომ მაგალითად აზერბაიჯანის მიმართულებით ევრო 4-დან ევრო 5-ზე გადაწყობა ეტაპობრივად განახორციელოს. იმავდროულად, ისეთი ბიზნესგარემო უნდა შევქმნათ, რომ ერთი მხრივ, ბიზნესი კონკურენტული გარემოთი იყოს უზრუნველყოფილი, და მეორე მხრივ, მომხმარებელი მეტ-ნაკლებად ადეკვატური ფასით იყოს უზურუნველყოფილი. აქედან გამომდინარე ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს პოზიცია, რომ ერთი წლით გადავადება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს, მაგრამ იმავდროულად ბაზარზე კონკურენციის სტატუსკვოს ვინარჩუნებთ. პარალელურად ისეთ პოლიტიკას ვახორციელებთ, რომელიც ფასების მყისიერ ცვლილებას ხელს არ შეუწყობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მთავრობასთან კონსულტაციები გვაქვს, რომ რეგულაცია ერთი წლით გადავადდეს“, – განმარტა ლევან კალანდაძემ.



დისკუსიის დროს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი, რომელიც ევრო 5-ის სტანდარტს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, ბაზრიდან გავა, მის ადგილს ლოგიკურად რუსეთი დაიკავებს, რაც ქვეყანას გარკვეულ რისკებს უქმნის.



„ბაზრის დივერსიფიკაციაც მნიშვნელოვანი საკითხია. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების, მოწოდების კუთხით ტრადიციული, სტაბილური პარტნიორია. დღეს საქართველო-რუსეთს შორის ნავთობპროდუქტების მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი სავაჭრო ურთიერთობებია. თუკი წლების განმავლობაში საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთის წილი ძალიან მცირე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 30 პროცენტამდე გაიზარდა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში აზერბაიჯანის საწვავს რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს, დიდი ალბათობით, ეს რუსეთი იქნება – ლოგისიტკური ხარჯებიდან და სხვადასხვა თანმდევი საკითხებიდან გამომდინარე. თუმცა, პოლიტიკურ სპეკულაციებში რომ არ შევიდეთ, მიმდინარე ეტაპზე, ამ გადასახედიდან ეს ქვეყანას საფრთხეს ნამდვილად არ უქმნის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ზღვის აკვატორია ოკუპირებული იყო და იქიდან საწვავი ვერ შემოდიოდა, ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ამ რისკების გათვალისწინებით, რაც ქვეყნას მიმდინარე ეტაპზე უდგას, ეს საკითხიც მხედველობაში მისაღებია. ალტერნატივა უნდა იყოს. ეს თხოვნა [რეგულაციის გადავადების] აზერბაიჯანული „სოკარისაგან“ მოდის. ის ერთ წელს ითხოვს და ერთი წლის შემდეგ ალბათ მზად იქნება, რომ ევრო 5 ხარისხის საწვავი მოგვაწოდოს“, – განუმარტა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge






BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...


მსგავსი სიახლეები

up