ლევან კაკავა  საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  იზმირში გამართულ  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ შეხვედრას დაესწრო

ლევან კაკავა საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იზმირში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ შეხვედრას დაესწრო

access_time2021-10-12 11:30:00

ქალაქ იზმირში, შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



სამმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტების გამარტივებულ კონტროლის პროცედურებს, ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს (e-TIR) და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება.



ამასთან აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოქმს „საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ“.



ლევან კაკავას თქმით: ერთობლივი, სამმხრივი საბაჟო კომიტეტი ერთგვარი ქმედითი პლატფორმა იქნება 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ოპერატიული ურთიერთქმედებისა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის.




,,ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს მხრიდან ჩემი ხელმოწერით დადასტურებული იქნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი ფორმატი. ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ერთობლივად ვქმნით საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.



აქვე აღვნიშნავთ, რომ ოქმი უპრეცედენტოა, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის უახლესი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, კანონიერი ეკონომიკური ვაჭრობის განვითარებას და სატრანზიტო დერეფნის პოტენციალისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნას.



შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up