ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

access_time2020-01-24 17:30:26

ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


მისი თქმით, ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა მეგობარ ქვეყნებთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, უკეთესად მოხდეს საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, ასევე, შემცირდეს კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში.


როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.


„ეს გამოიხატება გაყალბებული საქონლის იმპორტთან, ტრანსნაციონალურ კრიმინალთან და ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, სხვა სერიოზული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის მანძილზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რისკების მართვის სისტემის საშუალებით მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი და აღკვეთილია საქონლის უკანონო გადაადგილების არაერთი ფაქტი. გასული წლის მონაცემებით, გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის - 20 403, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6755, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანის 314 შემთხვევა. ასევე, გამოვლინდა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი მოქალაქის შეჩერების ფაქტი," - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.



ლევან კაკავამ, ასევე, ისაუბრა სამართლიანი და გამჭვირვალე საბაჟო ადმინისტრირების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილია.


სიტყვით გამოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საბაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ დღის წესრიგშია ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან.


მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერილი პროგრამები და პროექტები საშუალებას იძლევა საბაჟო სამსახურმა უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებსა და მსოფლიოში ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up