ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა

access_time2021-02-22 16:30:00

მოვისმინე პრემიერ - მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, რომელშიც ძირითადად იყო კონკრეტული ჯგუფის მიმართ ზიზღი და ვიღაცების დაჭერის დაანონსება,- ამის შესახებ „მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

იოსელიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მმართველობის 9 წლის თავზე იგივე გზავნილები აქვს, რაც 9 წლის წინ ჰქონდა. მისი თქმით, მას სურდა მოესმინა მმართველი გუნდის პროგრამის და ხედვების შესახებ, თუმცა, ამის ნაცვლად მოისმინა აგრესიული რიტორიკა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიმართ.

„ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანა არის ბევრად უფრო ღარიბი, ვიდრე იყო მაშინ და მოქალაქეები არიან უფრო დაუცველები. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც ერთი პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა თუ შევიწროება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება. გამოდის ერთ ადგილზე ვტრიალებთ, არაფერი შეცვლილა. 2012 წელს რა გზავნილებიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ზუსტად იმავეს იმეორებს 2021 წელს. ეს არის წარმოუდგენელი, მე მაინტერესებდა მისგან მომესმინა, როგორ უყურებს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას, რა გეგმა აქვს პანდემიასთან, სიღარიბესთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც ხალხს აწუხებს და არა ის, რაზეც ილაპარაკა,“ - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია, თუმცა, ღარიბაშვილის რიტორიკა ამას ხელს არ უწყობს.


„ერთ რამეს ვხედავ - ორივე მხარე ამბობს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და არ ჯდებიან და არ ლაპარაკობენ, მაშინ როგორ არიან მზად? 25 თებერვალს დაანონსებული აქციის გადადება რაღაც კომპრომისის ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია მეორე მხრიდანაც, თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ,“- განაცხადა იოსელიანმა.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up