ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე?

ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე?

access_time2021-10-11 14:20:00

სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე? - მეორე ტურის წინ ამაზე არავინ საუბრობს და ეს არის უბედურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.


მისი თქმით, მეორე ტურის წინ მთავარი თემა მოქალაქეების რეალური პრობლემები უნდა იყოს.


„ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შესაბამისად სახელმწიფო. ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არის არჩევნების მეორე ტური და მთავარი თემა არ არის ის, რაც უნდა იყოს. სახლები ენგრევათ თავზე და ამაზე არავინ საუბრობს, არავინ საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. ამაზე უნდა იყოს მთავარი დებატები, თორემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც განცხადება გაავრცელა, რომ მონიტორინგის ქვეშ არის, იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა, მეორე ტურის წინ ამაზე არავინ საუბრობს და ეს არის უბედურება“, - განაცხადა იოსელიანმა.


მისივე თქმით, შიმშილობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სააკაშვილი პირველი პატიმარი არ არის, რომელიც შიმშილობს და მსგავს შემთხვევებში, როცა პატიმრის მდგომარეობა მძიმდება, სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეციალური პროტოკოლით მოქმედებს და პატიმარი შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ.



რაც შეეხება 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, იოსელიანის თქმით, ისინი არცერთ აქციას არ უერთდებიან, რომელიც ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.


„რა თქმა უნდა, მათ აქციის გამართვის უფლებაც აქვთ და რომ აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა შევუერთდეთ? ჩვენ როგორ შევუერთდეთ იმ პარტიის აქციას, რომელიც ყოველდღიურად ბრალს გვდებს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში?! 0.5% აკლია თბილისში ჩვენს პარტიას, რომ ბარიერი გადალახოს და ჩვენი კანდიდატი, სავარაუდოდ, ვერ შევა. გარიგებულები რომ ვიყოთ, 0.5% იქნებოდა პრობლემა?!“- განაცხადა იოსელიანმა.



IPN.GE







საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up