უმრავლესობის ყოფილი წევრის სკანდალური განცხადება: აზარტული თამაშების ბიზნესი ქართულ ოცნებას აფინანსებს

უმრავლესობის ყოფილი წევრის სკანდალური განცხადება: აზარტული თამაშების ბიზნესი ქართულ ოცნებას აფინანსებს

access_time2019-10-07 17:00:21

 მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ანუ დღეში 4 ლარზე ნაკლებს მოიხმარს,  428 608 კაცი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს და კიდევ 50 ათასი სოციალური დახმარების დანიშვნას ელოდება,  სოციოლოგიური გამოკითხვებით, საქართველოში დაუსაქმებლად თავს 60%-ზე მეტი მიიჩნევს, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 189 ლარია, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ სულზე 318 ლარი   ამ ფონზე აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კოლოსალურად, რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება.

 

მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და ეკონომიკის ისეთ მიმართულებებსაც უსწრებს, როგორიც არის მშენებლობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა.

 

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. რადგან ბიზნესი, რომელიც დოვლათს არ ქმნის, კონკრეტულ პროდუქციას არ აწარმოებს, მხოლოდ იღბლის  გამოცდას სთავაზობს მომხმარებელს - წლიდან წლამდე სულ უფრო მოგებული რჩება, მარტივი მისახვედრია, რომ შესაბამისად, სულ უფრო მეტად წაგებულია მეორე მხარე - მოთამაშე. მილიარდებთან ერთად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოქალაქეები აგებენ ცხოვრების საუკეთესო წლებს, ახლობლებისა და ოჯახის წევრების ნდობას, საკუთარ თავსა და ზოგჯერ სიცოცხლესაც.

 

მხოლოდ წლევანდელ იანვარ-ივნისში საქართველოში 200-ზე მეტი სუიციდი აღირიცხა და კიდევ ამდენივე თვითმკვლელობის მცდელობა. მათ შორის უმეტესობა 20-დან 60 წლამდე მამაკაცია. სამწუხაროდ, თამაშდამოკიდებულები ხშირად ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად სიცოცხლისგან გაქცევას ხედავენ.

 

ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლება დუმს, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო სათამაშო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების ინიციატორი. მთავრობის მონდომება კანონპროექტადაც კი იქცა, თუმცა მას პარლამენტში ედება მტვერი. ამასობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ახალ რეკორდებს ხსნის და მოსახლეობა უფრო ღარიბდება.

 


სათამაშო ბიზნესი “ქართული ოცნების“ “შავ სალაროს“ აფინანსებს

 

ლევან გოგიჩაიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორი: ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით - აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის წინაშე ვდგავართ, ასეთ დროს კი პასუხისმგებელი პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი აქვთ და მაინც გულგრილობას იჩენენ, სულ ცოტა, მავნებლობას სჩადიან. ეს არის ბიზნესი, სადაც ადამიანები აგებენ და მერწმუნეთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში მოგებული ამით მხოლოდ სათამაშო ბიზნესი რჩება. ამ ბიზნესის განვითარება პირდაპირპროპორციულად ჩვენი ეკონომიკის უკან დახევას ნიშნავს, უამრავი ადამიანის გაღარიბებას, სახელმწიფო კი მშვიდად უყურებს, რის ფასად გვიჯდება სათამაშო ბიზნესის კეთილდღეობა.

 

ამ ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. მხოლოდ შარშან ზაფხულში სამმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი და წერილი დატოვა, რომ სიცოცხლეს თამაშდამოკიდებულებისა და ამის გამო დაგროვებული ვალების გამო ასრულებდა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ. სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია. სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში სათამაშო ბიზნესისთვის სტატუს-კვო დარჩება. შესაბამისად, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი ქართულ ოცნებას. შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას. ამაში დარწმუნებული ვარ.

 

შავი სალარო ის თანხებია, რომლებიც ოფიციალურად არსად აისახება, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, მათ შორის ინტერნეტტროლების, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აქტივობისთვის და სხვ. როცა მმართველი გუნდის წევრი ვიყავი, შესაძლოა გულუბრყვილოდ ვუყურებდი ამ პროცესს, მეგონა, ჩემი თანაგუნდელებიც ხედავდნენ მას და კონკრეტულ ნაბიჯებსაც ველოდებოდი. მოგვიანებით, როცა მაღალი თანამდებობის პირებმა დაიწყეს მოსაზრებების გამოხატვა, იქნება არ გვეჩქარა, გვეფიქრა, ხომ არ დავეკითხოთ ვინმესო და ა.შ., მივხვდი, რომ იქით, ანუ სათამაშო ბიზნესის მხარეს იყვნენ. ამის შემდეგ იწყებ გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფრის უკან მნიშვნელოვანი ძალა დგას და სიღრმეებში გარკვევის სურვილი გიჩნდება. არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც არ უჩნდება სურვილი ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა. ყველამ იცის, რომ გახარია უჩა მამაცაშვილის კადრია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესს ლობისტები ჰყავს არა პარლამენტში, არამედ პარტიის ხელმძღვანელობაში, ივანიშვილის გარემოცვაში.

 

ჩვენ რომ თავის დროზე ეს რეგულაციები მიგვეღო, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 40%-ით იქნებოდა შემცირებული. თუ არ იქნება საზოგადოების სერიოზული ზეწოლა, ეს პრობლემა გადაულახავი დარჩება. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საპატრიარქოს, რომ აქტიურად განაახლოს ამ საკითხზე თავისი პოზიციის გამოხატვა, რადგან მისი როლი და აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ შესაძლოა მალე ისეთი ნიშნული გადავლახოთ, რომ დღეს თუ თამაშდამოკიდებულების გამო ადამიანებს ვკარგავთ, ხვალ შესაძლოა ქვეყნის ნდობა დაიკარგოს. ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომის გამო შესაძლოა მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანონ, რადგან სათამაშო ბიზნესის მასშტაბთან ერთად, ქვეყანაში იზრდება კრიმინალის, შავი ფულის, სუიციდის რისკი და ყველაფერი ის, რასაც ებრძვის ცივილიზებული სამყარო.



წყარო: „კვირის პალიტრა




საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-13 15:20:10
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up