ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართულ ოცნებასა“ და აზარტული თამაშების ლობისტებს შორის კორუფციული გარიგება შედგა

ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართულ ოცნებასა“ და აზარტული თამაშების ლობისტებს შორის კორუფციული გარიგება შედგა

access_time2019-04-08 09:00:16


პარლამენტარების მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე აჭიანურებს, საბოლოოდ, საპარლამენტო ტექნიკის ხარვეზით ჩავარდა. თუმცა, ეს ოფიციალური მიზეზია, არაოფიციალურად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, “ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო. გოგიჩაიშვილის თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სარეკლამო ბიზნეს პარლამენტში ლობისტები ჰყავს. ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა.


„ეს არის ლობირების და ამ შემთხვევაში ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც მონოპოლია ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან აქვს მოპოვებული და ამ კომპანიას ჰქვია “აუთდორი”. ამის გამო ჩავარდა კანონპროექტი, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. პირადად მამუკა ბახტაძეს მივმართავ, მათ არ ეყოთ გამბედაობა ემოქმედათ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და დაიჭირეს მონოპოლისტური კომპანიის მხარე, რომელსაც თბილისის მერიამ ხელახლა გაუგრძელა ინტერესი გარე რეკლამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლიურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ვფიქრობ, ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის,“ განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლეს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იგი ჩავარდა, პირადად მას უკავშირდება.


„ეს აზარტული სივრცე, პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყანას აუბედურებს. არ არსებობს ლოგიკა, რომ პოლიტიკოსმა მხარი არ დაუჭიროს ამ იდეას იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური თვალსაზრისით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს ასე არ დავტოვებთ და მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის  სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს კანონპროექტი,“ განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


ის, რომ სათამაშო ბიზნეს ჰყავს გავლენიანი მფარველები ადასტურებს ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. ექსპერტი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყევტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სათამაშო ბიზნეს აქვს გავლენა და ახერხებს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და ჩვენს ქვეყანას.



„სამწუხაროდ, რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნებოდა პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯი. ეს იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში, ასევე ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიშში მოხვედრილა სათამაშო ბიზნესი, როგორც ფულის გათეთრების რისკის მატარებელი. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება არ ითვალისწინებს. თუ ჩვენ ამ კანონს ვერ ვიღებთ, მაშინ იმ რეგულაციებს რომელიც აუცილებელია აზარტული თამაშების დასარეგულირებლად და რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, გამოდის, რომ ვერასდროს მივიღებთ, რადგან უფრო მეტი წნეხი მოჰყვება, უფრო დიდი გავლენის  მქონე წრე ჩაერთვება. მე არ მესმის რატომ ხდება ამ ფაქტის უგულვებელყოფა. ერთადერთი მიზეზი რასაც ვხედავ არის ის გავლენა, ის დიდი ფული, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმულირებით შესულ კანონპროექტსაც ბევრი მსჯელობა მოჰყვება და საბოლოოდ ამ კანონსაც ვერ მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.


ეჭვები იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას გარკვეული ინტერესები აქვთ სათამაშო ბიზნესისადმი, გაჩნდა სამოქალაქო სექტორშიც. შედეგად შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ილია ჩხეიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო მოსახლების მძიმე სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და პრობლემის მოგვარებისთვის უკვე წლებია ქმედით ნაბიჯს არ დგამს. ორგანიზაცია პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩართვას გეგმავს, მათ მუშაობა ახალი კანონმდებლობის მიმართულებით უკვე დაიწყეს. ჩხეიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო კუთხით იმ დეპუტატებთან ითანამშრომლებს, რომელებიც პრობლემით დაინტერესებულები არიან.



შეგახსენებთ, ექვსი დეპუტატის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა:


„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში, ასევე, აზარტული და მოგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა მაუწყებლობის საშუალებით, გარდა სპონსორობისა, რა დროსაც, ნებადართული იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის (ლოგოტიპის) გავრცელება.


„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია, აიკრძალოს ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას.. ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.


„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას - საქართველოს მოსახლეობაში აზარტული და მომგებიანი თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის გამო და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირებისათვის “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში გათვალისწინებულია აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესი. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული წესის აღსრულებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნას.


ბაჩო ადამია




13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას
access_time2021-05-11 12:04:09
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური...

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა
access_time2021-05-11 12:30:29
2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, თუ დოლარის თავის თავთან მიმართებაში გაუფასურებასაც გავითვალისწინებთ 18 წლიან მინიმუმამდე. საუბარი იმის შესახებ, რომ საელჩოებმა ინვესტიციები მოიზიდონ, წლებია საუბრად რჩება. საკითხი ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა რაც გასულ კვირას, აღნიშნული მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა. ვაზილ ჰუდაკი სხვადასხვა დროს სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრისა და ევროპის საინვესტიციო...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up