ლევან გოგიჩაიშვილი: ონლაინ კაზინოები აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშ არ გადაინაცვლებს

ლევან გოგიჩაიშვილი: ონლაინ კაზინოები აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშ არ გადაინაცვლებს

access_time2021-12-01 15:00:59

ხელისუფლება ონლაინ კაზინოების აკრძალვას აპირებს. პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე აიწევს, გარდა ამისა საჯარო მოხელეებს შეეზღუდებათ ონლაინ თამაშში ჩართვა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საქართველოში 1 მილიონამდე ადამიანს აზარტული თამაშები შეეზღუდება. როგორ აისახება ეს რეგულაციები საქართველოს ეკონომიკაზე და რამდენად შემცირდება აზარტულ თამაშებზე მოთხოვნა ამ და სხვა თემებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ისაუბრა.



მისი თქმით, ამ რეგულაციებში რამდენიმე ინტერესი არსებობს, ერთი არის ფისკალური ინტერესი, რაც ბიუჯეტში კონკრეტული გადასახადების შეტანას გულისხმობს, მეორე საკითხი სოციალური კომპონენტია და მესამე უსაფრთხოების კომპონენტი, რომლებიც სათამაშო ბიზნესის სერვისების შედეგებს ახლავს თან.

 


გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები ბოლომდე თეთრი ორგანიზაციები არ არიან და სათამაშო სისტემაში ფულის გათეთრება ძალიან მარტივია.

 


“საკანონმდებლო სისტემა, რომელიც საქართველოში ამ ბიზნესს ამუშავებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის საგანი ბევრჯერ გახდა, სადაც ეწერა რომ ფულის გათეთრების და შავი ფულის დენის რისკები ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს სისტემა არ იცავს ქვეყანას ფულის გათეთრების რისკებისგან. დღეს ნებისმიერ ადამიანს ყველა აპარატიდან შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის ფული შეიტანოს ინკოგნიტო პირად ველში, მერე გამოიტანოს აბსოლუტურად თეთრი ფული, ასეთ რაღაცებზე სახელმწიფოს ყოველთვის აქვს კონტროლი, ჩვენ გვაქვს სამსახური, რომელიც ფინანსურ დინებებს აკონტროლებს და ეს სამსახური სპეციალურად ფული გათეთრებასთან საბრძოლველად არის შექმნილი.


როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით და სტატისტიკას ვადგენდით, ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ, არასრულწლოვანების თამაშში ჩართულობა ძალიან დიდია, ჩვენ გვაქვს სავარაუდო რიცხვი, ვგულისხმობ ექაუნთების რაოდენობას და ეს რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს“,
- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 



გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს მომხმარებელთა რეგისტრაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანს თამაშ უნდა მას არავინ აუკრძალავს, უბრალოდ ეს ადამიანი შემოსავლების სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს, რათა სწორი სტატისტიკა შედგეს. გოგიჩაიშვილი ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს კონტროლი იმისა, რომ საჯარო პირები არ იყვნენ აზარტული თამაშებით დაკავებული, რადგან არაეთიკურია, როდესაც მაგალითად პოლიციელი, რომელმაც წესრიგი უნდა დაიცვას, თვითონ იყოს აზარტული თამაშებით დაკავებული.

 

 

ყოფილი პარლამენტარი სათამაშო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების შემცირების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებასაც გამოეხუმრა და აღნიშნა, რომ ონლაინ კაზინოებში რეგულაციების გამკაცრება არ გამოიწვევს იქ დასაქმებული პერსონალის შემცირებას, რადგან კაზინოებს ისედაც დიდი შემოსავალი აქვთ, ხოლო ონლაინ კაზინოში ბევრი ადამიანი არ არის დასაქმებული. შესბამისად, ბიზნესი მათ შენახვას შეძლებს.



„არსებული ინიციატივით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება არავის მოუწევს, შეიძლება მათ მომხმარებელი მოაკლდეს, მაგრამ მათი შემოსავალი იმდენად დიდია, რომ თანამშრომლების გათავისუფლება არ მოუწევს. ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სახელმწიფოს თამაშით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ამ ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადია.

 

თუმცა ამ ინიციატივას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ორი წლის წინ იგივე პრინციპებით შედგენილი კანონპროექტი ჩააგდო პარლამენტმა და მხარი არ დაუჭირა და ახლა არ ვიცი რას იზამენ. ღარიბაშვილი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს თუ არა არ ვიცი, მაგალითად ორი წლის წინ გია ვოლსკის და სხვა ადამიანებს უნდოდათ ორი წლის წინ ამის ბოლომდე მიყვანა უნდოდათ, მაგრამ მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს კანონპროექტი ვერ გავიდა, ახლა რას იზამენ არ ვიცი“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 


ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ რეკლამის აკრძალვით მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. მისივე თქმით, რეკლამა კარგად წარმოაჩენს პროდუქტს და ადამიანებს მარტივად გამდიდრების ილუზია ექმნებათ. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ რეკლამის აკრძალვით ის კომპანიები იზარალებენ, ვისაც ეს რეკლამა აღარ ექნებათ. თუმცა გოგოჩაიშვილი ფიქრობს, რომ ამ კანონით იმხელა ტვირთი მოშორდება ქვეყანას, რომ სადღაც ღირს ვიღაცამ იზარალოს. გოგიჩაიშვილი ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ონლაინ კაზინოების აკრძალვის მერე თამაში იატაკქვეშ გადავა.

 


“იყო ლაპარაკი, რომ ონლაინ კაზინო მიწისქვეშეთში გადავა, ასეთი რაღაც გამორიცხულია, იმიტომ , რომ ონლაინ კაზინოები ხელზე ვერ გადავა, რაც შეეხება ბიუჯეტში თამაშიდან შესული თანხის დაკარგვას, თუ ადამიანი არ ითამაშებს და ამ ფულს სხვა რამეში დახარჯავს ეს ფული გადასახადის სახით მაინც შევა ბიუჯეტში.

 

მე მგონია, რომ თუ არ იქნება ონლაინ კაზინოს რეკლამა მას ნაკლები მომხმარებელი ეყოლება და იქნება ნაკლები ტვირთი. ეს არის მრწამსის საკითხი და თუ ესე წამს იმ პოლიტიკურ გუნდს ვისაც შეუძლია 63 ხმის მობილიზება ესენი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვერანაირი არგუმენტი ამას ხელს ვერ შეუშლის ეს პოლიტიკის და ძალა უფლების უფლების ამბავია, საპარლამენტო დემოკრატია ასე მუშაობს.“ - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 


ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით გოგიჩაიშვილი ამბობს, მისი პარლამენტარობის დროს მისი პოზიცია იყო 21 წელი, რადგან რიგ ქვეყნებში 21 წლამდე ადამიანებისთვის გარკვეული სერვისები შეზღუდულია.

 

“ჩემი ინიციატივა 25 წელი არ ყოფილა ჩემი ინიციატივა იყო 21 წელი, ამ პროცესში ჩართული იყო საპატრიარქო როგორც დაინტერესებული მხარე ამ პრობლემების მოგვარებაში და მათ ეჭირათ ეს პოზიცია , გვეთანხმებოდნენ რომ ეს გასაკეთებელია და 25 წელი მათ ინიციატივა იყო, მე იმიტომ დავეთანხმე რომ მათ მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, მაგრამ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ 21 წლამდე ყოფილიყო აკრძალული“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up