ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩემს გამო ჩავარდა, მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეს - კი ბატონო, არ იყოს ლევან გოგიჩაიშვილის, სხვისი იყოს

ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩემს გამო ჩავარდა, მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეს - კი ბატონო, არ იყოს ლევან გოგიჩაიშვილის, სხვისი იყოს

access_time2019-04-06 14:33:52

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგანცხადებით, სათამაშო ბიზნესისა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი სწორედ იმის გამო ჩააგდო უმრავლესობამ, რომ ინიციატორი თავადაც იყო.

 

„რა თქმა უნდა, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩემს გამო ჩავარდა, მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეს - კი ბატონო, არ იყოს ლევან გოგიჩაიშვილის, სხვისი იყოს“, - განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსს“, როდესაც გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილისგანცხადებას რომ საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს.

 

„რაც იკადრეს, არის ადამიანური სიმცირე. ანრი ოხანაშვილზე აღარ მაქვს არანაირი წარმოდგენა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა, ხმა მისცა ამ კანონპროექტს, ეს ადამიანები ჩემთვის აღარანაირი ფასეულობის აღარ არის. მე უბრალოდ მამუკა ბახტაძესთანმაქვს ეს საკითხი, რაში ჯდება უბრალოდ, აი რა გააკეთე, რა სახელს დაარქმევ?! მე არ მეგონა, რომ მამუკა ბახტაძე ამას იკადრებდა, გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მაღალი შთაბეჭდილება მქონდა ამ ადამიანზე, არ მეგონა თუ მამუკა ბახტაძე ასე დახურდავდებოდა, არაფერში, რომ არ ჯდება, ისეთ საკითხზე, - განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.

 


პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

 

2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

 

 

IPN





ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up