ლევან გოფოძე - შესაძლებელია, ადამიანს ერთი მცირე დეტალი შეეშალოს და მოხდეს ინფიცირება, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია

ლევან გოფოძე - შესაძლებელია, ადამიანს ერთი მცირე დეტალი შეეშალოს და მოხდეს ინფიცირება, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია

access_time2020-04-06 21:30:03

შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი, ჩვეულებრივად, ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება, –  ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორი, ლევან გოფოძე მედპერსონალის ინფიცირების ფაქტს.

 

მისი განცხადებით, რთულია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მედპერსონალის დაინფიცირება. როგორც მან მედიას განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკაცრად იცავენ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

 

ასევე, გოფოძემ აღნიშნა, რომ რომ მედპერსონალის ეკიპირებისთვის საჭირო საშუალებების მარაგი ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს.

 


„თუ გავითვალისწინებთ,როგორი მიკროორგანოზმია ვირუსი, თუ ორგანიზმს დავარქმევთ, ისიც არ არის, ზოგი ამბობს, მაშინ ძალიან რთულია განსაზღვრო, რა მომენტში, სად გაიპარა ეს სიტუაცია. ძალიან ძნელია მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობა. შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი ჩვეულებრივად ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად მოვუწოდებთ ჩვენს მედპერსონალს, რომ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები. კი, ეს ძალიან დიდ ნერვიულ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის ძალიან მძიმე შრომა, წმინდა პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა გზა არ არის.

ჩვენს კლინიკაში, ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვაქვს სრული აღჭურვილობა ექიმებისთვის და არა მარტო ექიმებისთვის, მთლიანად მედპერსონალისთვის. არაერთხელ მითქვამს, საშუალო და მცირე მედპერსონალი უფრო მოწყვლადი ნაწილია სამედიცინო გუნდის, რადგან მათ ყველაზე უფრო ხშირად აქვთ პაციენტებთან შეხება, ამიტომაც, ის ადამიანი, ვინც შედის ამ იზოლირებულ სივრცეებში, არის სრულად აღჭურვილი. ჯერჯერობით მარაგი გვაქვს და დაგვერწმუნეთ, ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მარაგი რაც შეიძლება საიმედოდ იყოს, არ მოხდეს ისეთი რამ, რომ დაგვრჩეს მედპერსონალი სათანადო დაცვის გარეშე. რაც შეეხება, როგორ გვაცვია, გვაცვია ისე, როგორც ეს არის პროტოკოლში გაწერილი, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს და ვფიქრობ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენს მედპერსონალს არ აქვს კორონოვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ შეხება კორონავირუსიან პაციენტებთს ჩვენ გვქონდა“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

წყარო; პირველი არხი

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up