ლევან დოლიძე - არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაწყდებოდა საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხი

ლევან დოლიძე - არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაწყდებოდა საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხი

access_time2018-07-12 21:55:54

როგორც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევან დოლიძემ მედიას განუცხადა, სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების, მათ შორის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მკაფიოდ გამოკვეთილი სირთულეების ფონზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, საქართველოს არ უნდა ქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაიდგმებიოდა გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან.

 „ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო აქტუალურად დგას ნატოს დღის წესრიგში და საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დოლიძემ.


რაც შეეხება საქართველოსთვის MAP-ის გარეშე ალიანსში გაწევრიანების საკითხს, ლევან დოლიძის თქმით,  მსგავსი ჩანაწერი სამიტზე არ გაჩენილა. მეტიც, მას შემდეგ, რაც ნატომ 2008 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ყოველ სამიტზე კეთდებოდა მინიშნება „მაპის“ საჭიროებაზე.



„2014 წლის სამიტზე, საქართველოსთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მინიჭების შემდეგ, ნატო მუდმივად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისათვის. შესაბამისად, საქართველოსთვის „მაპს“ ამ ეტაპზე უკვე აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა და მისი მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მაშინ, როდესაც მომწიფდება მზაობა საქართველოს გაწევრიანების შესახებ“,- განმარტა დოლიძემ.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საქართველომ იზრუნოს უსაფრთხოების მექანიზმების მაქსიმალურად გაძლერებაზე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაზე, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრლომობის გაღრმავებაზე.


ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აგრეთვე საქართველოს გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო გარანტიებით განისაზღვროს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმალური ოდენობა (მინიმუმ GDP-2%), სრულ თანხვედრაშია იმ მოთხოვნებთან, რომელსაც აშშ ევროპის სახელმწიფოებს უყენებს. ამასთან, სასურველია, ჩვენ გვქონდეს სწორი მოლოდინები ამ პროცესებთან მიმართებით და მოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციით თავიდან ავირიდოთ იმედების გაცრუება“, - განაცხადა დოლიძემ.






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up