ლევან დავითაშვილმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ლევან დავითაშვილმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

access_time2022-12-05 13:20:54

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. დაჯილდოების პროცესს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.


სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა. 20 გამარჯვებული სტარტაპი პირველ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო წარმატების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც, რომ ასეთ კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რათა საერთაშორისო მასშტაბით გახდნენ წარმატებულები და თავი დაიმკვიდრონ. ვფიქრობ, ეკონომიკის სწრაფი განვითარება ზუსტად ინოვაციებთან არის პირდაპირ კავშირში და ჩვენი სამინისტრო, მასში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებმა და მის ფარგლებში შექმნილმა ეკოსისტემამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები. მისი თქმით, ამის დასტურია ის, რომ დღეის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა 350 მილიონ ლარზე მეტი კერძო უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში. „ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჩვენს მიერ დაფინანსებულმა ქართულმა სტარტაპმა მსოფლიოში უდიდეს ვებ სამიტში სტარტაპების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და განსაკუთრებით წარმოაჩინა ქართული ეკოსისტემა, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100,000 ლარიდან 150,000 ლარამდე გაიზარდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up