ლევან დავითაშვილმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ლევან დავითაშვილმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

access_time2018-11-09 11:58:16

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი ქართული პავილიონი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა. პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.



„შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთის ხელისუფლებამ აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი გამოაცხადა. ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანიის Greenland Holding Group მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენს მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე.



დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორის, ზაალ დუგლაძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და უკვე არსებობს ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდისთვის ძალიან დიდი გეგმების საფუძველი.



შანხაიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა. ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.



სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და რომ ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით სტაბილურად მზარდია.


საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 10 ნოემბერს დასრულდება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინისა და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ.


(CN)






კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...


მსგავსი სიახლეები

up