ლევან დავითაშვილმა მარიუს სკუოდის შუა სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობები გააცნო

ლევან დავითაშვილმა მარიუს სკუოდის შუა სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობები გააცნო

access_time2023-02-04 10:00:15

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ევროკავშირთან.  

 

აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და მოთხოვნა გაიზარდა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად.

 


მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა. 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს.

 

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით.

 

ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) განვითარების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგებს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოიცავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის, და მეორე მხრივ, საქართველოში რეგიონული დატა - ცენტრების განვითარებას.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up