ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

access_time2019-04-17 15:35:33



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.


ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია,  მხარეებს შორის იმ თანამშრომლობის განვითარება უზრუნველყოს, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას.


„კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და ეს პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.




ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.





გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up