ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს

ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს

access_time2020-09-17 18:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს, მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. საქართველო გამორჩეულია კულინარიული ტრადიციებით და გასტრონომიით, რაც დღეს, მსოფლიოში, ტურიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია და ჩვენი მიზანია ქართული გასტრონომიული სიმდიდრე მსოფლიოს გავაცნოთ.



ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არა მხოლოდ როგორც ცალკე დარგის განვითარებაზე, არამედ ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, რაც სოფლის მეურნეობასთან სხვადასხვა სექტორის კავშირს გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პროდუქციის წარმოება - გადამუშავების ხელშეწყობის, ისე სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმისა და ღვინის ტურიზმს განვითარების მიმართულებით.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოტურიზმის განვითარებაა, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეკოტურიზმი ქართული ბუნების მრავალფეროვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა.
დღეს, სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის მოწყობილ ბაზრობაზე, ადგილობრივი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ასევე ქართული რეწვის ნიმუშები, რაც ჩვენი სამინისტროს პოლიტიკას პირდაპირ ეხმიანება.
მოხარული ვარ, რომ საქართველო მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას სოფლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიმართა.




სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, საქართველოს ბანკის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up