ლევან დავითაშვილმა და შალვა კერესელიძემ „საგურამოს ფერმა

ლევან დავითაშვილმა და შალვა კერესელიძემ „საგურამოს ფერმა" მოინახულეს

access_time2020-02-17 12:45:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა - მთიანეთის რეგიონის რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად, გიორგი ბერიშვილის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მცხეთის მუნიციპალიტეტში, ფერმერმა გიორგი ბერიშვილმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მერძეული და მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 3,200,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,400,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მიღებული გრანტი.



„სახელმწიფო ეხმარება და,ამავე დროს, მჭიდროდ თანამშრომლობს ფერმერებთან იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო პროდუქტიული საქონელი, გაიზარდოს მეურნეობების რაოდებობა და ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნას მეტი პროდუქტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუს და ესტონელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიყვანოთ მაღალპროდუტიული, ჯანსაღი პირუტყვი და ფერმერული მეურნეობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



„საგურამოს ფერმა“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქნა. ფერმერი ორი სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარია. ვისურვებდი, მცხეთა-მთიანეთში მეცხოველეობის დარგში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, რადგან მესაქონლეობა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და რეგიონს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.




ფერმაში, ამჟამად, 150 დეკეული და 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) ძროხაა, რომელიც ფერმერმა ბელორუსიდან ჩამოიყვანა. სამომავლოდ, ფერმერი ესტონეთიდან დამატებით საქონლის შემოყვანას გეგმავს. 2020 წლის მარტის თვეში ფერმაში, ჯამურად, 300 სული მაღალპროდუქტიული მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონელი იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერმა პირველად განახორციელა საქართველოში ანგუსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადედე ჯგუფის იმპორტი.



მეურნეობაში 11 ადგილობრივია დასაქმებული; წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.



აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.






TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up