ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულშისანერგე მეურნეობა  „მზა ჩითილი“ გახსნეს

ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულშისანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს

access_time2020-08-26 11:24:02

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად მარნეულში, სოფელაზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნა.


„აშშ-ის მხარდაჭერით და USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოშიარაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. აღნიშნული მეურნეობის გახსნაც ამის ნათელი მაგალითია. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნიკური დახმარება, ცოდნის შემოტანა და გაზიარება. ვფიქრობ, მეურნეობა „მზა ჩითილი“ ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოშიბოსტნეული კულტურებისმაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევეკენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. სამინისტროს,USAID-ის,„საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAIDმხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ღირებულების და ფერმერების შემოსავლის ზრდას.
„ყველა ფერმერს აქვს მიზანი, რომ განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა, რაც ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზა ჩითილი“ თანამედროვე საწარმოა, სადაც იქმნება მაღალი ღირებულების დახარისხის პროდუქტი. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზრის მომარაგება, ასევე მეზობელ ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში ექპსორტის განხორციელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას წინსვლაში, ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ქართველ მეწარმეებს და ხელს ვუწყობთ მათ, მსოფლიოს მასშტაბითექპსორტზეგაიტანონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.
„მზა ჩითილი“ ერთ-ერთი წამყვანი სანერგე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოებადაიწყო.„მზა ჩითილი“ უკვე ახორციელებს ჯიშების,,მალგა’’ და ,,სკალა“ გამრავლებას. უახლოეს პერიოდშიდაინტერესებული ფერმერებისთვისდაახლოებით 250 ათასი ნერგი გახდებახელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.



კომპანია „მზა ჩითილი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში,მეურნეობაში ჯამურადგანხორციელდა 2,800,000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც 365,000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up