ლევან დავითაშვილი: „ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია“

ლევან დავითაშვილი: „ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია“

access_time2020-04-03 16:10:26

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.


„ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს. ასევე ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალ-ყურს. სამინისტროში ამ მიმართულებით შესაბამისი ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად იმისა, ექსპორტზე შეზღუდვები ზოგიერთ რეგიონში არსებობს, რაც შემაფერხებელი ფაქტორია, დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი სასურსათო პროდუქტი.


ძალიან მნიშვნელოვანია, სურსათის შეუფერხებელი მიწოდება წარმოვიდგინოთ გეოგრაფიულ ჭრილში. განსაკუთრებული გამოწვევაა მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით მომარაგება. რეგიონულ შტაბთან ერთად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში იმისათვის, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია.


გლობალური სავაჭრო შეფერხებები სურსათის ჯაჭვის შემაფერხებელი გარემოებები ხდება, რაზეც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) თავის ანგარიშში აღნიშნავდა და რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მარაგების ჯაჭვის მართვა და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, მათ შორის, კრიზისულ და საგანგებო სიტუაციაში. ეს საკითხის ერთი მხარეა. რაც შეეხება დარგობრივად ეკონომიკის განვითარებას. დღეს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ექნება მკაფიო და კონკრეტული პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე. ეს იქნება 2 მლრდ კრედიტის შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც განაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას. ჩვენ გვექნება დეტალური დარგობრივი პროგრამები, რომლებსაც, შემდეგი დღეების განმავლობაში, განვიხილავთ ექსპერტებთან ერთად. პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სწრაფი ტემპით მოვახდინოთ, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის სხვადასხა დარგის, სასურსათო-გადამმუშავებელი მიმართულების სწორი სტიმულირება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up