ლევან დავითაშვილი: „ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს“

ლევან დავითაშვილი: „ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს“

access_time2020-06-05 12:53:58

„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი.



მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი.




ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up