ლევან დავითაშვილი: „ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება“

ლევან დავითაშვილი: „ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება“

access_time2020-04-03 16:55:22

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმაც; ეს შეზღუდვა უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დახმარების საშუალებებს. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ველოდით ასეთ ვითარებას და მუშაობა დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება.


რაც შეეხება ხორბალს, რომელიც პირველადი საჭიროების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. რუსეთმა შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის ხორბალზეც. წესდება  ლიმიტები, ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტირება. თუმცა, რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები და ექსპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი და ასევე ელოდებიან ახალ მოსავალს. ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რეგიონში არის ხორბლის ჭარბი მოსავალი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ფასები არ გაიზრდება და, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც. კვოტირების რეჟიმშიც კი, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ აქვს ჭარბი მოსავლიანობის გამო, ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე მარაგების შესავსებად. შესაბამისად, მოსახლეობას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის ფასად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up