ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო

ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო

access_time2021-04-21 10:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს - აჭარაში საზღვაო ფერმას და გადამმუშავებელ საწარმოს და თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.



„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების კუთხით. ამ პოტენციალს მაქსიმალური ათვისება სჭირდება, რისთვისაც, 2020 წელს, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარებას. კომპანიამ ,,მარიკულტურა გეორგია“ პირველი ნაბიჯები გადადგა და წარმატების მაგალითი პრაქტიკაში უკვე გაჩნდა. იმისათვის, რომ კიდევ მეტი იყოს ასეთი წარმატებული წარმოება, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს. ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, აკვაკულტურის და მარიკულტურის განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა, რაც მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც პირველადი, ასევე შემნახველი, გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებას. სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს კერძო ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ საქართველოში როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის სწრაფ განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




2020 წელს, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებზე (oyster grasoteria gigas). კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება. წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს. „მარიკულტურა გეორგიას“ პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. იგეგმება პროდუქციის გატანა ექსპორტზე; შემოთავაზება მიღებულია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონ-კონგიდან და კანადიდან.



მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up