ლევან დავითაშვილი: წელს ველოდებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას. ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში

ლევან დავითაშვილი: წელს ველოდებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას. ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში

access_time2021-08-02 13:10:00

„სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„წელს ველოდებით საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს; რაოდენობაშიც გვაქვს ზრდა. ბატონო პრემიერო, თქვენ ახსენეთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ვენახები და ეს ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს შორის მაინც არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში; მინდა განვმარტო, ასეთი რთული სიტუაცია მეღვინეობის სექტორში შექმნილია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა და წელს ველოდებით მონაცემთა კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა ეს არის არის საკმარისი; ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო მეტი იყო. ჩვენ ვგეგმავდით, დაახლოებით, 15-20 %-იან ზრდას, რეალური ზრდა კი, 7-8 %-ის ფარგლებშია, რაც საკმარისი არ არის; შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს ინტერნვენცია, რომ დააბალანსოს ფასები, ფერმერებს შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატური და შევინარჩუნოთ მოტივაცია, რომ მათ განაგრძონ საქმიანობა მომავალ წლებშიც.


წელს ველოდებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას. ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უნდა გავზარდოთ ექსპორტი, გავასამმაგოთ, რაც 10 წლიან გეგმაშიც წარმოვადგინეთ, საჭიროა სანედლეულო ბაზის ზრდა და ქვეყანში ვენახების გაშენების ტენდენციის და ახალი წარმოებების შექმნის გაგრძელება.


სწორედ ამიტომ ,ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწვეტილებაა წელსაც ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ, როგორც მევენახე-ფერმერებს ისე ღვინის საწარმოებს, იმისთვის, რომ დარგის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ მომავალი წლებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს რთველის პროცესი.



„თითქმის ყველა ფერმერთან გვქონდა კომუნიკაცია. 2014 წლიდან დაწყებული გვაქვს ვენახების ელექტრონული პასპორტიზაცია. ეს არის ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მიმდინარე წელს, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთელი რეგიონი დაფარული იქნება ელექტორნული პასპორტებით ანუ გვექნება ზუსტი მონაცემები თთოეულ ვენახში არსებული სიტუაციის შესახებ და, შესაბამისად, გვექნება სრული ინფორმაცია მოსავლიანობაზე, რათა ქართულ ღვინოში მიკვლევადობის ხარისხი, რაც შემდგომში სანდოობას განაპირობებს, იყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულად კარგად ორგანიზებული იქნება მიმდინარე წლის რთველი. მინდა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო - პანდემიის პერიოდში არ გაგვიჩერებია სამუშაო პროცესი.


იმედი გაქვს, რომ რთველისთვის სრულად იქნება მოცული ყველა ვენახი, თუმცა, გვაქვს ალტერნატივაც, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფერმერი ვერ მოახერხებს რეგისტრაციას, მათ რთველის განმავლობაშიც შეეძლებათ დარეგისტრირება. მოვუწოდებ ჩვენს მევენახე ფერმერებს, რომ გაიმარტივონ პროცესი, იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს ჩაბარება, არ ჰქონდეთ შეფერხება, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რიგები, წინასწარ მოახდინონ თავიანთი ვენახების ელექტრონული რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ბატონო პრემიერო, ვფიქრობ, თქვენი მხარდაჭერით ყველაფერია გაკეთებული, რომ ჩვენი სამინისტრო ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up