ლევან დავითაშვილი: „USAID ერთად, თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა“

ლევან დავითაშვილი: „USAID ერთად, თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა“

access_time2020-10-03 10:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს. 



„ჩვენ, USAID ერთად, რამდენიმე წელია ვახორციელებთ თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გახსნილი თხილის საშრობი ძალიან მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, რათა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის სწორად დაბინავება, გაშრობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავლი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




„ახალი საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმო, რომელიც რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება, გაზრდის ფერმერების შემოსავალს, გააუმჯობესებს მათი ოჯახების კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები და USAID ამაყია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს”, - განაცხადა კელი დეგნანმა.



საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 275,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 50,000 აშშ დოლარი USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში გაცემული გრანტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.



საწარმოში წლიურად 1,000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი. შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოს მომსახურებით 200 ფერმერზე მეტი ისარგებლებს.



ახალი საწარმოს გახსნას, ლევან დავითაშვილთან და კელი დეგნანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up