ლევან დავითაშვილი - ტურიზმი ბევრ ადამიანს ასაქმებს, ამიტომ ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე

ლევან დავითაშვილი - ტურიზმი ბევრ ადამიანს ასაქმებს, ამიტომ ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე

access_time2022-08-08 20:00:00

ტურიზმი არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ბევრ ადამიანს ასაქმებს, ამიტომ ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, მხოლოდ 65.3% არის აღდგენილი ტურისტების რაოდენობა.


„ეს არის 718 401 მოგზაური. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ და ვსაუბრობთ ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია და ამ შემთხვევაში, ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, ეს არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველომ მოახერხა მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღწევა. ტურიზმის აღდგენა ჩვენთვის დიდი პრიორიტეტია, ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების მოზიდვა მოხერხდა. სპარსეთი ყურესთან ჩვენ გვაქვს გაზრდილი ფრენები, მაგალითად, საუდის არაბეთთან 30-ზე მეტი ფრენა გვაქვს კვირის განმავლობაში, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.



ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.


„ასევე, შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია გაზრდილი ექსპორტი. ასევე გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობებში. ასევე უცხოური ინვესტიციები, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან ლიდერები და, შესაბამისად, ეს არის ობიექტური მოცემულობა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები და ზოგიერთი საინფორმაციო არხები. მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.


პირველი არხი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up