ლევან დავითაშვილი:  „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა“

ლევან დავითაშვილი: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა“

access_time2019-10-20 16:59:11

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


შემაჯამებელი შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა. მინისტრმა ღონისძიებებში ჩართულ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზარალი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო მომავალ წელსაც გააგრძელებს.



„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია. ჩვენ გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს იყო. მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებებში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას, გვეხმარებოდა ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში და მრავალი ქვეყანა იზირებს მის წარმატებულ გამოცდილებას. ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით საქართველო სხვა რანგში გადავიდა; ჩვენ უკვე შეგვიძლია მნიშვნელოვან გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს შევძელით თხილის კულტურის დაცვა და მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ წელს ექსპორტი 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით", -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



2019 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით - სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.



აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დაიწყო მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. მათი და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენელების ჩართულობით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა; გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორი ორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები.







პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up