ლევან დავითაშვილი:   უსაფუძვლოა სპეკულაციები იმაზე, რომ ყურძნის ფასი წელს დაბალია,

ლევან დავითაშვილი: უსაფუძვლოა სპეკულაციები იმაზე, რომ ყურძნის ფასი წელს დაბალია,

access_time2019-09-11 11:10:29

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სპეკულაციები, რომ ყურძნის ფასი წელს დაბალია, უსაფუძვლოა.ასე პასუხობს ის bm.ge-ს შეკითხვას, როგორია წელს ყურძნის ფასი წინა წელთან შედარებით, რადგანაც მევენახეთა ნაწილი ჩასაბარსბელი ყურძნის დაბა ფასზე მიუთითებს.


ის, რაც მოხდა ივნისში, ამან, რა თქმა უნდა, დააზარალა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. ყოველ შემთხვევაში კომპანიების მოლოდინები ამან შეცვალა და ამან იმოქმედა გარკვეულ კონიუნქტურაზე. მიუხედავად ამისა, სპეკულაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ძალებისგან მოდის ან ფერმერების არასწორი ინფორმირებულობა, ვფიქრობ, არის ზედმეტი.


იმ შემთხვევაში თუ იქნება ჭარბი ყურძენი, წელს სახელმწიფო არის მაქსიმალურად მობილიზებული, რომ ასეთი პრობლემები არ შეიქმნას. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო კომპანიის მიერ დაქირავებული ქარხნები, რომლებიც არის გახსნილი მთელი კახეთის მასშტაბით და ჩაბარების პრობლემა არ არის.



ფასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რაც მინიმალური ფასი იყო ყურძენზე შარშან, წელს ქვემოთ არ წამოსულა ეს ფასი. ეს ეხება თეთრ რქაწითელს, ინდუსტრიულ ყურძენს, ხოლო დანარჩენ ყურძენს რაც შეეხება, მისი ფასი ბოლო წლებში დაფიქსირებული არ არის. მიკროზონების, ყურძნის ხარისხის მიხედვით ყურძნის ფასები არის სხვადასხვა. საფერავის ფასი არის მინიმუმ 1.50 ლარზე მეტი, 2 ლარი. სხვა ფასებიც ფიქსირდება, რაც რეკორდულად მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, როცა იყო რეკორდული მოთხოვნა ყურძენზე და რეკორდული ფასი. ზოგადად რომ გავასაშუალოოთ, ფასი არის ძალიან მაღალი.


რქაწითელზე შარშან 70 თეთრი იყო და წელსაც ასეა, ასე რომ სპეკულაციები, რომ რამე შეიცვალა, არის უსაფუძვლო, - აცხადებს მინისტრი.


BMG





ფილარმონიის დირექტორი - ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო

ფილარმონიის დირექტორი -  ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო
access_time2019-11-12 12:30:24
ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო. გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას...

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ  დაინიშნა
access_time2019-11-13 11:12:42
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის...

„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...


მსგავსი სიახლეები

up