ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენს მიერ არჩეული გზა  ევროპულია,ეს კი ბიზნესთან პარტნიორობას გულისხმობს

ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენს მიერ არჩეული გზა ევროპულია,ეს კი ბიზნესთან პარტნიორობას გულისხმობს

access_time2019-05-15 20:02:56

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ევროპულია და ბიზნესთან პარტნიორობას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.


როგორც დავითაშვილმა გადაცემაში განაცხადა, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სტრატეგია აირჩია.


„ჩვენი პოლიტიკა მოიცავს ზუსტად ბიზნესთან პარტნიორობას და კერძო სექტორის მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არის სხვადასხვა მიდგომა. შეიძლება, ერთი გზა იყოს სახელმწიფოში შესაძლებლობების განვითარება და სახელმწიფო საწარმოების შექმნა. ჩვენ ევროპის მსგავსი სასოფლო-სამეურნეო განვითარების პოლიტიკა გაგვაჩნია, რომელიც გარკვეული ხელშემწყობი ინსტრუმენტებით ბიზნესის შესაძლებლობების ზრდას გულისხმობს. აღინიშნა, რომ 2013 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ გაზრდილა, რეალურად კი, მნიშვნელოვნად გავიზარდეთ. რომ არ დაგვეხარჯა ის თანხები, რაც დავხარჯეთ, მნიშვნელოვნად შევმცირდებოდით, რადგან 2004 წლიდან 2012 წლამდე სოფლის მეურნეობაში მუდმივი შემცირება გვქონდა“, – განმარტა დავითაშვილმა.



მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქცენტს ინკლუზიურობის ზრდაზე აკეთებს. ამიტომ ცდილობს, კერძო სექტორის მხარდაჭერაზე მიმართულ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს. სწორედ ამ მიზნით „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ბაღების განაშენიანებას ითვალისწინებს, პოტენციური ბენფიციარებისთვის ბაღის ფართობის მოცულობის ზღვარი დაიწია. ცვლილება ძალაში მიმდინარე კვირაში, გამოქვეყნებისთანავე შევა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინკლუზიურობა გაიზრდოს. მეტი ადამიანი ჩავრთოთ სახელმწიფო პროგრამებში, რომლებსაც ვთავაზობთ კერძო სექტორს. გვინდა, პირობები იყოს მეტად შესრულებადი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ დავწიეთ „დანერგე მომავალის“ პროგრამაში ჩართვის მინიმალური ფართობის ზღვარი. ეს ნიშნავს, რომ მეტი მცირემიწიანი ფერმერი ჩაერთვება. ეს ცვლილება ძალაში ამ კვირაში შევა. ამისთვის ინსტიტუცია მზად არის. ეს არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო, ახალი სტრუქტურა, რომელიც სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგნეტოს ბაზაზე იქნება. აღნიშნული ინსტიტუტი თანდაფინანსების ინსტრუმენტებს შექმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


1tv.ge






ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up