ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს  შეხვდა

ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა

access_time2019-11-13 13:00:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


აღინიშნა, რომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენის „Stockholm Food and Wine 2019“ ფარგლებში, წარმოდგენილმა ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც შვედი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ღვინის სამშობლოში ვიზიტის, ქართული ღვინის ნაირსახეობების გაცნობის და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ექსპორტის სურვილი გაუჩინა.
„მოხარული ვარ ქართული ღვინით ასეთი მასშტაბური დაინტერესებით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილოების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შვედეთის სამეფოდან სტუმრებს და მოხარული ვიქნებით ორ ქვეყნას შორის ღვინის ინდუსტრიაში აქტიური თანამშრომლობით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში „Stockholm Food and Wine 2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.



„კომერსანტი“




სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
access_time2020-08-07 10:00:11
ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.    ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს...

ბრიტანული F&F და ფრანგული Jennyfer ქართულ ბაზარს ტოვებენ

ბრიტანული F&F და ფრანგული Jennyfer ქართულ ბაზარს ტოვებენ
access_time2020-08-07 13:30:27
ბრიტანული F&F და ფრანგული Jennyfer ქართულ ბაზარს ტოვებენ. ცოტა ხნის წინ ორივე მაღაზიამ ფასების საბოლოო ლიკვიდაცია  გამოაცხადა და მოხმარებელს პროდუქცია ძალიან დაბალ ფასში შესთავაზა. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, ეს ორი ბრენდი დიდი ხანია სალიკვიდაციო რეჟიმშია, რაც ბრენდების სტრატეგიის შეცვლასთან არის დაკავშირებული და კონკრეტულად საქართველოს ან ეკონომიკურ პრობლემას არ უკავშირდება. „ეს ორი მაღაზია დიდი ხანია...

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...


მსგავსი სიახლეები

up