ლევან დავითაშვილი: „სახელმწიფოსგან მევენახე ფერმერებისთვის შექმნილი მინიმალური გარანტიები არის სოლიდარობა“

ლევან დავითაშვილი: „სახელმწიფოსგან მევენახე ფერმერებისთვის შექმნილი მინიმალური გარანტიები არის სოლიდარობა“

access_time2020-07-09 15:23:27

„რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ბევრი პროცედურა განისაზღვრა.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, სამინისტროს ბაზაზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მუშა პროცესს, ასევე ნაკადების მართვას, იმისთვის, რომ მევენახე ფერმერებმა კომფორტულად მოახერხონ თავისი პროდუქტის დაბინავება რიგების და პრობლემების გარეშე.


მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება სუბსიდირებას და იმ მინიმალური და სოციალური გარანტიების შექმნას, რომელიც აღელვებდა ჩვენს მევენახე ფერმერებს. რამდენიმე დღე იყო დისკუსია, თუ როგორ იქნებოდა წელს რთველზე სახელმწიფოს ინტერვენცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა გარკვეული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, მათ შორის, რთველის ორგანიზებულად ჩატარების კუთხით.


ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, ეს არის ძირითადად ის მასა, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ჭარბი და კერძო სექტორი მას მარტო, სტიმულირების გარეშე ვერ დააბინავებს, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მევენახე ფერმერებისთვის გარკვეული სოციალური გარანტიები გავაჩინეთ.


რაც შეეხება დანარჩენ ყურძნის სახეობებს, ეს არის როგორც ინდუსტრიულად გავრცელებული საფერავის ჯიშის ყურძენი ან სხვა იშვიათი სახეობები, აქ მხარდაჭერა იქნება ის მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ეს უკავშირდებოდა იაფ საბრუნავ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ჩვენი ბიზნესოპერატორებისთვის, ღვინის კომპანიებისთვის, ყურძნისეული სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის. ეს არის მხარდაჭერა ბიზნესისთვის, რომ მეტი იყოს მათი ინტერესი მეტი რაოდენობის ყურძენი მეტ ფასად ჩაიბარონ. ერთი, ფერმერებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება, რომელიც ფარავს სრულად მათ დანახარჯებს და მეორე, მიიღონ იმგვარი მოგება, რომ ჰქონდეთ მოტივაცია, დარგში საქმიანობა გააგრძელონ.


ასეთ რთულ ვითარებაში, ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა ქართული საზოგადოების, რადგან ეს არის ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხა. ეს არის სოლიდარობა მევენახე ფერმერებისთვის, რომ მათი საქმიანობა დღეს იყოს დაფასებული და ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი.



ჩვენ შარშან გვქონდა ფასი 70 თეთრი და წელს 80 თეთრი, ამ რთულ პირობებში, ვფიქრობ, არის აბსოლუტურად ღირსეული ფასი.


ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბიზნესს და სექტორს, არის მათთან შეჯერებული.


ღვინის ეროვნული სააგენტო, ინტენსიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შეხვედრები ჰქონდათ მეწარმეებთან, როგორც მსხვილ ისე მცირე მწარმოებლებთან და მევენახე ფერმერებთან. ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია და პოზიცია არის შეჯერებული იმისათვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწვეტილებები იყოს დარგის განვითარებაზე ორიენტირებული და არ უნდა უშლიდეს ხელს დარგის განვითარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up