ლევან დავითაშვილი: „სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც  ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა“

ლევან დავითაშვილი: „სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა“

access_time2020-04-02 22:10:16

„სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისის პირობებშია და ებრძვის ამ ახალ გამოწვევას, ამ ეპიდემიას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების შექმნის პირველი დღიდან არსებობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც მუშავდება სამოქმედო გეგმა, გადანაწილებულია ფუნქციები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.



„24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, შტაბი შექმნილია სამინისტროშიც. ყველა კონკრეტულ მიმართულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახდენს კოორდინაციას და მუდმივ კავშირშია ბიზნესოპერატორებთან, კერძო სექტორთან და ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო ზონებია ქვემო ქართლში, რაც გამოწვევაა შეუფერხებელი მომარაგების კუთხით. როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ჩნდება სირთულეები იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს არ არის სასურველი გადაწყვეტილებები, მაგრამ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას. სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა. დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა ღამის საათებში, გარკვეულწილად შეზღუდულია და მათ უწევთ გადაეწყონ ახალ მოცემულობაზე. ქვემო ქართლში შეიქმნა 6 მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრი იმისთვის, რომ, შეზღუდული მობილობის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არ მოხდეს საკვებით უზრუნველყოფაში შეფერხება. ეს საკითხი დალაგდა - კოორდინირებულად ხდება როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი დისტრიბუტორების დაკავშირება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მოთხოვნების, საკარანტინო მოთხოვნების დაცვა და ამ პირობების გათვალისწინებით მოქმედება”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up