ლევან დავითაშვილი: „სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს და იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”

ლევან დავითაშვილი: „სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს და იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”

access_time2020-04-04 12:28:41

„ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი. პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ, აგრარული დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა  თვითუზრუნველყოფის ზრდას და აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს.

მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური გარემო შეცვლილია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები და ანალიზი. გაერო მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რათა სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ჩვენ, არსებულ ვითარებაში, ვერ დაველოდებით სხვადსხვა ქვეყნის კეთილ ნებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა ლიბერალურია და გახსნილია საბაზრო რეჟიმები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, განსხვავებით ბევრი კრიტიკოსის და ოპოზიციონერისგან, რომლებიც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტს ირჩევდნენ და, შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო ქართული წარმოების მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი, ბევრი ქართული პროდუქტი გაჩნდა დახლებზე.

ისეთი წარმოებები, რომლებიც შეიძლება თავისუფალ რეჟიმში  არაკონკურენტუნარიანი იყოს, მაგალითად აგარის შაქრის ქარხანა, გარკვეული ხელშეწყობის პირობებში - ეს იქნება შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები ან  საკრედიტო მექანიზმები, შეძლებენ წარმოების აღდგენას ან დაწყებას. იგივე შეიძლება ითქვას პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე, როგორიც არის, მაგალითად, მაკარონი, რომელიც  თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება ვერ იყოს კონკურენტუნარიანი.


დაწყებულია კომუნიკაცია მწარმოებლებთან, ეკონომიკის სამინისტრო არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ მიმართულებაში, ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება მწარმოებლებს პირობებზე, რაც მხარდაჭერა იქნება იმისათვის, რომ შეძლონ წარმოების განვითარება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმება. როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up