ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

access_time2019-09-12 23:30:27

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მესაქონლეობის, მეღვინეობის, ირიგაციის, მიწის მართვის, ასევე, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.


ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩვენ განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტყის სამინისტროსთან. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საფრანგეთის რესპუბლიკის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმართ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აგრარული დარგის გამორჩეული გულშემატკივრობის გამო, ელჩის რანგში პირველი ვიზიტი საგანგებოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაგეგმა.



„სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით, წარმატების არაერთ ისტორიას შევქმნით“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.


შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.


„კომერსანტი“




დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up