ლევან დავითაშვილი: „საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია“

ლევან დავითაშვილი: „საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია“

access_time2020-07-20 11:02:44

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ლაბორატორიაში ახალ პარამეტრებზე დანერგილ კვლევებს გაეცნო. ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, ლაბორატორია ძვირადღირებული აპარატურით - მასპექტრომეტრი IRMS-ით აღიჭურვა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე შემოწმება დაიწყო.


„ღვინის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ხარისხის კონტროლი კი, მთავარი ამოცანაა ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციის შექმნისთვის.  შესაბამისად, ლაბორატორიის განახლება/გადაიარაღება და კომპეტენციის მუდმივი ზრდა ჩვენი პრიორიტეტია.  იზოტოპური კვლევის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ლაბორატორიის განვითარებისთვის.  ახალი კვლევის მეშვეობით, ტექნოლოგიური პროცესის დაცულობა, პროდუქციის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ფალსიფიკაციის ნიშნების არსებობა  დადგინდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ხარისხის კონტროლის გარდა, სამინისტრო ღვინის ლაბორატორიასთან აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებითაც. ამასთან, ღვინის მწარმოებელი მცირე მეწარმეებისა და ფერმერების კომპეტენციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: ტრენინგი, სემინარი, ნიმუშების კვლევის ანალიზი და განხილვა. მნიშვნელოვანია მოხდეს ფერმერების წახალისება ისეთი რეგიონებიდან (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და სხვა), სადაც შედარებით ნაკლებია ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების.



„მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია პასუხობდეს დარგში არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს  და კერძო სექტორის მოთხოვნებს. აუცილებელია ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ახალი აპარატურა - მასპექტრომეტრი, საშუალებას მოგვცემს ალკოჰოლურ სასმელებში განვსაზღვროთ ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა. ამ პარამეტრებზე მოთხოვნა ბევრ ქვეყანას აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ანალიზზე  მოთხოვნა  ბაზარზე ძალიან დიდია.  რამდენიმე დღის წინ გავიარეთ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრიდან მონიტორინგი და უკვე მივიღეთ აკრედიტაცია ამ მეთოდებზე. მომავალი კვირიდან, მზად ვიქნებით კვლევების ჩატარებისთვის. მეწარმეებისთვის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობის შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა რეგულაცია პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობას ავალდებულებს“, - აღნიშნა ღვინის ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ.


ახალ აპარატზე მუშაობისთვის ლაბორატორიის პერსონალმა სწავლება გაიარა და შესაბამისი გამოცდაც ჩააბარა.


შპს ღვინის ლაბორატორია, რომელიც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს, 2006 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ლაბორატორია ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების ორგანოა, რომელიც როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, დიდ და მცირე მარნებს, ქარხნებსა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ემსახურება. ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების შემოწმებას ახორციელებს.  

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up