ლევან დავითაშვილი: „რთველი წელსაც წარმატებული იქნება, სახელმწიფოს ყველა რესურსი მაქსიმალურად მობილიზებულია“

ლევან დავითაშვილი: „რთველი წელსაც წარმატებული იქნება, სახელმწიფოს ყველა რესურსი მაქსიმალურად მობილიზებულია“

access_time2019-09-11 13:37:04

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული - მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.


„სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა. სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება. ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ყურძენზე ფიქსირებული ფასი აღარ არსებობს. მიკროზონების, ხარისხის, სახეობის მიხედვით ყურძნის ფასი არის სხვადასხვა. მათ შორის, საფერავის ფასი არის მინიმუმ ლარნახევარი, ორი ლარი ან მეტი ადგილწარმოშობის მიხედვით, რაც მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით და რეკორდული ფასებით. შარშანაც რქაწითელთან დაკავშირებით ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დავტოვეთ. მინიმალური სტანდარტი სახელმწიფომ შექმნა იმ არაკონდიციურ ყურძენზე, რომელსაც ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და 70 თეთრი ღირდა. წელს ვითარება ანალოგიურია, ამიტომ სპეკულაციები ფასის კლებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



„კომერსანტი“




ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება
access_time2020-09-19 17:00:43
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანელი ავტომწარმოებლები SUV-ი ავტომობილების კუპე ვარიანტის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სადილეროებში ასეთი ტიპის ავტომანქანების მოთხოვნით იყო გამოწვეული. თუ თქვენ ასეთი ტიპის მანქანები არ მოგწონთ, მაშინ სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეს საავტომობილო ტრენდი შეჩერებას არ აპირებს. მეტიც, გერმანელი ავტომწარმოებლები მეტოქეთა ახალ ნიშას პასუხგაუცემელს თითქმის არასდროს ტოვებენ. თქვენს წინაშეა Tiguan X-ი. ის Tiguan-ის კუპე ვერსიას...


მსგავსი სიახლეები

up