ლევან დავითაშვილი: „რთველი წარმატებით დასრულდა“

ლევან დავითაშვილი: „რთველი წარმატებით დასრულდა“

access_time2020-10-29 14:36:20

„საქართველოში, მევენახეობის კუთხით ყველა სამრეწველო რეგიონში რთველი დასრულდა“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„რთველი დასრულებულია როგორც კახეთში, ისე შედარებით ცივი კლიმატის რეგიონებში -რაჭასა და ლეჩხუმში. დღეისათვის, ინდისტრიულად გადამუშავებულია რეკორდული რაოდენობის, 280 000 ტონამდე ყურძენი ძირითად სამრეწველო რეგიონებში, ეს არის კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ამ რაოდენობაში არ შედის ქართლისა და იმერეთის, ქვემო ქართლის მონაცემები, რომელიც, როგორც წესი, უფრო სამოყვარულოა. დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დაახლოებით, 310 მლნ ლარი ჩვენმა მევენახე ფერმერებმა მიიღეს მათ მიერ წარმოებული ყურძნის რეალიზაციის შედეგად, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.


ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი იყო არაორდინალური, გამოწვევებით სავსე, საკმაოდ რთული, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მევენახეობის მწარმოებელ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში.


მიმდინარე წელს, გადამუშავდა 175 000 ტონა რქაწითელი, რაც მთავარი ინდუსტრიული ჯიშია. 80 000 ტონა საფერავი, 5 000 ტონა კახური მწვანე, 3000 ტონაზე მეტი ქისი, რომელიც პოპულარული სამრეწველო ჯიში ხდება კახეთის რეგიონში. რაჭის რეგიონში, 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა, რაც არის ძირითადი ბაზა ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ხვანჭკარა” საწარმოებლად.



ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსახლეობა არ დარჩენილიყო ბედის ანაბარა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის სამუშაოები, რაც სახელმწიფომ გაწია იყო აუცილებელი, რომ მოსავლის დაბინავება მომხდარიყო. შედეგად, წელს, 25 000 მევენახე ფერმერმა მოახერხა ყურძნის ჩაბარება. ეს დარგი მზარდია და დინამიკა არის პოზიტიური, თუმცა ისეთ რთულ წელს, როგორიც 2020-ია, დიდი იყო სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის როლი. რომ არა ჩვენი არაორდინალური გადაწვეტილებები, რომელიც უკავშირდებოდა კერძო სექტორში მოთხოვნის სტიმულირებას და რაც გამოხატული იყო იაფი ფულადი რესურსების გამოყოფით კერძო ღვინის კომპანიებისთვის, ჩვენ ვერ შევძლებდით, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი, 180 000 ტონაზე მეტი მოსახლეობისგან კერძო სექტორს შეესყიდა. თუმცა, კერძო სექტორი საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მობილიზებული იყო სახელმწიფო რესურსები. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, აქ იყო ძალიან ბევრი რამ გაკეთებული, რომ მოსავალი ორგანიზებლად ჩაბარებულიყო. პიკის პერიოდში, დღე-ღამეში 17 000 ტონა ყურძენი მუშავდებოდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. იყო რიგებიც, რაც რთველის პროცესს თან ახლავს, იყო წარსულშიც და იქნება მომავალშიც. მთავარია, რომ ქვეყანაში ჩაბარების და გადამუშავების რესურსი არსებობს, რომელიც 2020 წელს უფრო გაიზარდა, რადგან, გარდა საბრუნავი საშუალებებისა, ჩვენ, პანდემიის გამო, სტიმულირება გავაკეთეთ და კერძო კომპანიებისთვის წავახალისეთ ძირითადი საშუალებების შეძენა, რომ გაზრდილიყო ტევადობები, მოცულობები და საწარმოო სიმძლავრეები.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი საქართველოში წარმატებით დასრულდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up